Thursday, October 11, 2012

კობაიაში გაოცებულია - გუნდი სპონსორს სთხოვს...


Kamui Kobayashi surprised he needs to find sponsorship
11 ოქტომბერი
კამუი კობაიაშ ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელად, ახლახანს შეიტყო, რომ „ზაუბერში“ ადგილის შესანარჩუნებლად, სპონსორი სჭირდება. ეს მით უფრო გასაკვირია, რომ ახლახანს, იაპონიის დიდ პრიზზე, მან მესამე ადგილი დაიკავა. და რაც მთავარია, სრულყოფილი, სწრაფი პილოტის უნარები გამოავლინა.

„ზაუბერში“ გადასვლის კანდიდატებად უკვე რამდენიმე მრბოლი განიხილება. მათ შორის არიან ესპანელი ხაიმე ალგერსუარი, ბრაზილიელი ფელიპე მასა, ვენესუელელი პასტორ მალდონადო და მექსიკელი ესტებან გუტიერესი. თუმცა, შვეიცარიული საჯინიბო, რომელმაც მექსიკელი სერხიო პერესის სახით (ვინც მაკლარენში გადავიდა), ჯერ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
კობაიაში ამბობს, რომ თუ სპონსორი ეყოლება, ეს ძალიან დაეხმარება „ზაუბერში“ ადგილის შენარჩუნებაში. უსპონსოროდ კი გარანტირებული არაფერია: „ვფიქრობ, სპონსორი ძალიან დამეხმარება იმაში, რომ მომავალ სეზონშიც აქ ვიყო. ცოტა მეუცნაურება ეს სიტუაცია. რატომ უნდა მჭირდებოდეს სპონსორი იმისათვის, რომ გუნდში ადგილი შევინარჩუნო. ამ მომენტში, ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მინდა, ტოპ მრბოლივით, სპონსორის გარეშე, კარგ გუნდში ვიყო. პატარაობისას სწორედ ამაზე ვოცნებობდი“.
„რა თქმა უნდა, სპონსორს დიდი მნიშვნელობა აქვს მრბოლის ჩამოყალიბების პროცესში. მაგრამ ხანდახან გვავიწყდება, რომ პილოტისთვის მტავარია, რომ მან მანქანაზე, ტრასაზე იფიქროს და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა არ სჭირდებოდეს. მოკლედ, ძალიან გაოცებული ვარ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონშიც ფ1-ში ვიქნები და ჩემს შესაძლებლობებს ყველას ვაჩვენებ“, - დასძენს კობაიაში, ვინც აღიარებს, რომ პირადი სპონსორი არასდროს ჰყოლია, რომელიც გუნდში ადგილის მოპოვებაში დაეხმარებოდა.
კობაიაში ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, ფ1-ში იაპონური ავტოკომპანიებიც მონაწილეობდნენ, რადგან იაპონიაში ეს ყველაზე შეძლებული კომპანიებია. კითხვაზე, რა შანსია იმისა, რომ მის ადგილზე ნაკლებად ნიჭიერი, თუმცა ფინანსურად ძლიერი სპონსორით უზრუნველყოფილი პილოტი მიიწვიონ, იაპონელმა უპასუხა, ეს იღბალის ამბავიაო...

No comments:

Post a Comment