Tuesday, October 23, 2012

„სუბარუ“ „BRZ ტურბოსთვის“ ახალ ძრავს შექმნის


Subaru developing engine for BRZ Turbo
23 ოქტომბერი
„სუბარუს“ ძრავების გამაში არაერთი ტურბო ძრავი შედის, მაგრამ როგორც ჩანს, იაპონურ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ვერცერთი მათგანის მახასიათებლები ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომ უახლეს კუპე BRZ-ის ტურბო ვერსიაზე დააყენონ. უფრო სწორედ, ამ შესანიშნავი ავტომობილის ტურბო ვერსიისთვის უკეთესი ემეტება. სწორედ ამიტომ, ახალი ძრავის შემუშავება დაუწყია.

გამოცემა „ავტომოტივ ნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ 2.0-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავის ბაზაზე, რომლითაც BRZ არის აღჭურვილი, იაპონური კომპანია ტურბო ძრავს ქმნის. რატომ მაინცდამაინც ტურბო? იმიტომ, რომ ატმოსფერული ვერ ავითარებს იმდენ სიმძლავრეს, რომ BRZ-ის შეძენის ყველა მსურველის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
ახალ ძრავზე, ეგრეთ წოდებულ ორხვეულიან ტურბოდამჭირხნს გამოიყენებენ. მისთვისვე შეიმუშავებენ საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების ახალ სისტემასაც. საბოლოო ჯამში, ძრავის საპროექტო სიმძლავრე 280 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 340 ნიუტონმეტრს მიაღწევს. არ შეიცვლება ტრანსმისია - მამოძრავებელ ძალას ისევ უკანა ბორბლები მიიღებს.
სავარაუდოდ, BRZ-ის ტურბო ვერსია ბაზარზე მერმისს გამოჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით არავინ იცის, „სუბარუ“ ამ ავტომობილის სახელს უბრალოდ „ტურბოს“ დაამატებს, თუ მისთვის მხოლოდ ინდექს STI-ს გაიმეტებს...

No comments:

Post a Comment