Tuesday, October 23, 2012

„ჰიუნდაის“ პატარა ქროსოვერი HB20X სან პაულუში

Hyundai Reveals New HB20X Small Crossover at the Sao Paulo Auto Show
23 ოქტომბერი
სულ ერთი გავიდა მას შემდეგ, რაც „ჰიუნდაიმ“ ბრაზილიურ ბაზარზე ახალი სუბკომპაქტური ჰეჩბეკი HB20 (HB - ჰიუნდაი ბრაზილ) წარადგინა და იქაურ მყიდველს უკვე ამავე ავტომობილის ბაზაზე შექმნილი პატარა ქროსოვერი HB20X უჩვენა. ორივე ავტომობილის პრემიერა, სან პაულუს საერთაშორისო მოტორ შოუზე ჩატარდა.
ორივე ახალი ავტომობილი, კორეული კომპანიის მიერ სპეციალურად, ბრაზილიის ბაზრისთვისაა შემუშავებული. ამასთან, ორივეს ბრაზილიაშივე, ახალ ქარხანა პირაკიკაბაში გამოუშვებს. ამავე ქარხანაში, მომავალში სხვა მოდელებსაც გამოუშვებენ.
ქროსოვერი HB20X, ზემოთ ნახსენებ ჰეჩბეკზეა ბაზირებული. მათ მხოლოდ გარეგნობა და ზოგიერთი დეტალი, მაგალითად აწეული კლირენსი განასხვავებს. გარეგნული ცვლილებების წყალობით, ავტომობილი ქროსოვერისთვის შესაფერისი, ცოტა უხეში შესახედავი გახდა. მას კორეული კომპანიისთვის უცხო, რთული მოყვანილობის რადიატორი და მასში ასიმილირებული ბამპერი (უფრო სწორედ, ბამპერის ნარჩენები) გამოარჩევს.
ავტომობილის ძირს, მთელს პერიმეტრზე, მათ შორის, საბორბლე თაღებზეც, შავი პლასტიკის არშია გასდევს, სარკეები მთლიანად ქრომირებულია. მანქანა 15-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომლებიც ალუმინისგანაა ჩამოსხმული. სახურავს გარე საბარგულის ორი მოქრომილი ღერძი გაუყვება. სიახლეებია ინტერიერშიც. მაგალითად, „სპორტული“ პედლები და ქრომირებული დეტალები.

ქროსოვერი HB20X მხოლოდ წინაამძრავიანია. და მყიდველს ერთადერთ ძრავს შესთავაზებენ. ესაა 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომელსაც სპირტშერეულ საწვავზე მუშაობაც შეუძლია. ამ აგრეგატის სიმძლავრე 128 ცხენის ძალას ავითარებს. მყიდველს 5-საფეხურიანი მექანიკური, ან 4-საფეხურიანი ავტომატური კოლოფით აღჭურვილ ვერსიებს შესთავაზებენ.
სან პაულუში „ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ ბრაზილიელ მყიდველს მალე ამავე პლატფორმაზე შექმნილ სედანსაც წარუდგენს.

No comments:

Post a Comment