Tuesday, October 23, 2012

„რენო Dქროს“ – „დაჩია დასტერის“ ბრაზილიური ვერსია


New Renault DCross Concept is a Dacia Duster Dressed in Style
23 ოქტომბერი
სან პაულუს საერთაშორისო მოტორ შოუზე რომ „ფოლკსვაგენმა“ უგზოობის კომპაქტური კონცეპტუალური „ტაიგუნი“ წარადგინა, ბევრმა ის „რენოს“ ჯგუფის ანალოგიური კლასის „დაჩია დასტერს“ მიამსგავსა. და ეს მსგავსება რომ უსაფუძვლო არ არის, სან პაულუშივე გამოჩნდა მას შემდეგ, რაც იმავე გამოფენაზე, ფრანგულმა კომპანიამ ასევე კონცეპტუალურ „რენო Dქროსს“ გადახადა საბურველი.

სხვათა შორის, ბრაზილიაში ფრანგული კომპანია „დაჩიას“ ყველა მოდელს, მათ შორის „დასტერსაც“, საკუთარი ლოგოთი ჰყიდის. და კონცეპტი „Dქროსიც“ საკუთარი სახელით წარადგინა. კონცეპტუალური ავტომობილი, „რენოს“ ბრაზილიური შტოს დიზაინის ჯგუფის მიერაა შემუშავებული, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული, რომ „დასტერი“ ვიზუალურად უფრო დახვეწილი და მეტად აგრესიული ყოფილიყო.
გამოფენაზე წარდგენილი „Dქროსი“ ორ ფერშია შეღებილი. მანქანის დიდი ნაწილი ღია მწვანე სალათისფრად შეღებეს, უკანა კი რატომღაც - შავად. შესაძლოა ეს იმის გამო გააკეთეს, რომ ამ სეგმენტის გამოფენამდე დასრულება ვერ მოესწრო. ყოველ შემთხვევაში, კონცეპტუალური ავტომობილის მესამე საყრდენის უკან არსებული ნაწილი სწორედ დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ყველაზე მეტად, ბრაზილიური კვალი „დასტერის“ წინა ნაწილს დაეტყო. პირველ რიგში, აღნიშვნას იმსახურებს ფუტურისტული გამომეტყველება, რომელშიც განსხვავებულ ფარებს, ბამპერს, რადიატორს და სხვა ელემენტებს შენიშნავთ. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ სახურავზე გადაიტანეს გარე საბარგული, რომელზეც სათადარიგო ბორბალი მაგრდება.
„რენოს“ „Dქროსის“ ტექნიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. დიდი ალბათობით, „დასტერის“ აღჭურვილობა ხელუხლებლად დარჩა და კომპანიის ბრაზილიურმა შტომ მხოლოდ თავისი დიზაინერები წაავარჯიშა. და უნდა ითქვას, რომ მათ „დასტერის“ საინტერესო ინტერპრეტაცია წარმოადგინეს.

No comments:

Post a Comment