Tuesday, October 23, 2012

„ფორდ ფოკუს ST“ ბრიტანული პოლიციისთვის


New Ford Focus ST Becomes Police Car in UK
23 ოქტომბერი
ახალი „ფორდ ფოკუს ST“ მალე ბრიტანეთის სამართალდამცავების სამსახურში ჩადგება. ქვეყნის პოლიციის საპატრულო სამსახური, 250-ცხენისძალიანი ავტომობილის უნივერსალისძარიან ვერსიებს მიიღებს. რა თქმა უნდა, საპოლიციო ავტომობილი, შესაფერისი ეკიპირებით აღიჭურვება. ეს მას დაამძიმებს, თუმცა წონის ზრდა, ავტომობილის დინამიკის ძლიერ გაუარესებას არ გამოიწვევს - ის ადგილიდან ასის აკრეფას დაახლოებით 7 წამს მოანდომებს.

ჯერჯერობით, „ფორდმა“ მხოლოდ ერთი საპოლიციო „ფოკუს ST“ დაამზადა, რომელიც პირველად პოლიციის ავტოპარკის მენეჯერთა ეროვნული ასოციაციის კონფერენციაზე და შემდეგ „ლურჯუ შუქის ავტოპარკის გამოფენაზე“ წარადგინეს. ავტომობილი „ფორდს სპეციალური ავტომობილების მომზადების“ ცენტრში მოამზადეს, რომელიც ირლს კოლნში (ესექსი) მდებარეობს.

„იმ დროს, როდესაც „ფორდ ფოკუს ST-ს“ ფართოდ რეკლამირება მიმდინარეობს, ამ ავტომობილის „ოფიციალური“ პოლიციური ვერსიის ჩვენება დროულია. გამოფენაზე ჩვენ ვაჩვენეთ „ფოკუს ST-ს“ ის თვისებები, რომლებიც კრიმინალთან ბრძლაში მისწრება იქნება“, - განაცხადა ტერი ადამსმა, ვინც „ფორდის“ იმ სპეციალურ განყოფილებას ხელმძღვანელობს, რომლის დანიშნულებაც, პოლიციის, სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო სამსახურისთვის განკუთვნილი ავტომობილების გაყიდვები და მომსახურებაა.

No comments:

Post a Comment