Friday, October 12, 2012

„ფერარი F70“ პირველად დეტროიტში გამოჩნდება


Ferrari Reportedly Planning to Lift the Veil Off F70 Hybrid at the 2013 Detroit Auto Show
12 ოქტომბერი
„ფერარის“ შემდეგ ჰიპერ ავტომობილის შესახებ უკვე ბევრი რამ ვიცით - რა ტიპის აგრეგატი ექნება, რა მომაცემებით, ის რომ ამ ეტაპზე, F70 ჰქვია, მაგრამ წარმოების დაწყების შემდეგ, ნორმალურ სახელს დაარქმევნ. ახლახანს, პარიზში, მისი მზიდი ელემენტიც (ფოტოზე) გვიჩვენეს, რომელიც მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა შექმნილი. ამ საქმის სპეცებმა, სავარაუდო ესკიზებიც დახატეს და საგულდაგულოდ შენიღბული ავტომობილის ფოტოებიც დააფიქსირეს. მაგრამ როგორი იქნება ის რეალურად?

ეს კითხვა ყველას აინტერესებს და სავარაუდოდ, მასზე პასუხს დეტროიტის მოტორ შოუს დაწყებამდე ვერც მივიღებთ. სწორედ დეტროიტს ერგო „კვიცების“ ახალი სიამაყის პირველი ჩვენების პატივი. მარანელოელები ალბათ ამ ავტომობილის ტიზერებს დეტროიტამდე გამოაქვეყნებენ, როგორც „მაკლარენმა“ თავისი P1-ის შემთხვევაში. ან შეიძლება თავიანთ კონკურენტს არც მიბაძონ?
მოკლედ, მონოკოკი მთლიანად კარბონისაა. თანაც, კარბონის ბოჭკოს ოთხი ტიპის ქსოვილი გამოიყენეს, რომლებიც სხვადასხვა თვისებით გამოირჩევა. ამის შედეგი ისაა, რომ სტრუქტურა, „ენცოს“ (რომელიც ახალმა ფლაგმანმა უნდა შეცვალოს) ანალოგიურ ელემენტთან შედარებით, ყველანაირად უკეთესია. კერძოდ, 27 პროცენტით არის გაზრდილი გრეხვაზე წინააღმდეგობა, სიმტკიცე კი 22 პროცენტით გაიზარდა. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, წონა 20 პროცენტით არის შემცირებული.
რაც შეეხება ძალურ დანადგარს, მისი მთავარი ელემენტი, V12 ძრავია, რომელიც „F12 ბერლინეტასგან“ აიღეს და რომლის სიმძლავრეც 731 ცხენის ძალაა (F70-ზე სიმძლავრე ალბათ გაიზრდება). გარდა ამისა, ავტომობილი ასევე აღჭურვილია ფორმულა 1-ის ტირპის სისტემა კერს-ით. ამ სისტემაში პატარა ელექტროძრავი და ლითიუმ-იონური ელემენტების კომპაქტური ბლოკი შედის. სისტემა მუხრუჭების კინეტიკურ ენერგიას ელექტრო ენერგიად გარდაქმნის, რომელსაც საჭიროების შესაბამისად, ელექტროძრავს აწვდის, ეს უკანასკნელი კი ავტომობილს დამატებით გამწევ ძალას ანიჭებს. საერთო ჯამში, ძალური დანადგარის სიმძლავრე 900 ცხენის ძალას მიაღწევს, ან ამაზე მეტიც იქნება. შიდაწვის ძრავს, ორდისკოიანი ქუროთი 7-საფეხურიანი ტრანსმისია დაუკავშირდება, რომელიც მაბრუნი მომენტით უკანა წამყვან ბორბლებს მოამარაგებს.
როგორც ფლაგმანს შეეფერება, მას ძალიან შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ. რა თქმა უნდა, ფასიც შესაბამისი იქნება. და ამის მიუხედავად, მისი შეძენის საშუალება ყველას არ მიეცემა - მარანელოელები პირველ რიგში, F70-ის შეძენის საშუალებას, თავიანთ ერთგულ კლიენტებს მისცემენ. და თუ ამის შემდეგ, გაუყიდავი ეგზემპლარები დარჩება, მათ ბაზარზე გამოიტანენ.

No comments:

Post a Comment