Friday, October 12, 2012

„ფერარი“ მანქანის სისწრაფით კმაყოფილია

Ferrari encouraged by long-run pace at Yeongam
12 ოქტომბერი
წინა დღეებში, მანქანის მიმართ გამოთქმული სკეპტიციზმის მიუხედავად, კორეული თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, მარანელოელებმა „თვალებში გამოიხედეს“ - ორივე სესიაზე ფერნანდო ალონსო მოწინავე სამეულში იყო, თუმცა უფრო მთავარი ისაა, რომ გუნდი მანქანის ხანგრძლივი გამოსვლებით კმაყოფილია. ეს ნიშნავს, რომ რბოლაში მანქანა კონკურენტუნარიანი იქნება და ალონსოსაც ფეტელთან ტოლსწორად ბრძოლის საშუალება მიეცემა.


„ფერარის“ სპორტული დირექტორი მასიმო რივოლა ამბობს, რომ პრაქტიკებზე მანქანის მშაობამ, იმედი ჩაუსახა იმისა, რომ ალონსო რბოლაში იმ ოტხქულიანი უპირატესობის დასაცავად ბრძოლას შეძლებს, რომლებიც სებასტიან ფეტელთან აშორებს.
„ძალიან კარგი დღე გვქონდა. მანქანის სარბოლო ტემპით კმაყოფილები ვართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მანქანა რბილ რეზინზე დგას. თუმცა ვფიქრობ, ასე სუპერ სოფტითაც კარგი შედეგები გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ განწყობაში კორექტივებს ალბათ რეზინის დეგრადაციის ხარისხი შეიტანს, თუმცა ამ მხრივ, ყველა თანაბარ პირობებში ვიქნებით. სოფტით კი ჩვენ ძალიან, ძალიან კმაყოფილები ვართ“, - ამბობს რივოლა.
ბელგიური რბოლის შემდეგ, ალონსოს უპირატესობა მდევრებთან, 40-დან 4 ქულამდე შემცირდა. მაგრამ რივოლა იმედს არ კარგავს, რომ მისი გუნდი შეძლებს ალონსოსთვის უპირატესობის შენარჩუნებაში დახმარებას.
„მანქანის რბოლისთვის მზადების მიდგომას არ შევცვლით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მანქანისგან მაქსიმუმის გამოწურვას. პარალელურად, მანქანის სრულყოფის პროცესს ბოლო ეტაპამდე გავაგრძელებთ. ამჟამად საპანიკო არაფერია, ფერნანდო ისევ წინაა, მანქანა კონკურენტუნარიანია, თუმცა არა უსწრაფესი. ის ორი ავარია რომ არა, ალონსოს უპირატესობა ისევ 40 ქულასთან ახლოს იქნებოდა. მაგრამ ავარიები რბოლების ნაწილია და მსგავსი რამ სხვასაც შეიძლება შეემთხვას“.

No comments:

Post a Comment