Friday, October 12, 2012

მწვანე შუქი პლაგ-ინ ჰიბრიდულ „რეინჯ როვერს“

Range Rover Plug-In Hybrid Officially Gets Green Light
12 ოქტომბერი

ახალთახალი „რეინჯ როვერი“ უკვე ბაზარზეა. პირველი პრიზის აღებაც უკვე მოასწრო. და ეჭვი არაა, „ლენდ როვერს“ კარგი გაყიდვებითაც გაახარებს. სხვა თუ არაფერი, ასეთი ეფექტური (ფუნქციურად) და ტექნოლოგიურად ავანგარდული „რეინჯ როვერი“ ბრიტანულ კომპანიას ჯერ არ გამოუშვია. მაგრამ „ლენდ როვერი“ ამას არ სჯერდება და ახლახანს, ამ ავტომობილის პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვის გადაწყვეტილება მიიღო.

დიდი ალბათობაა იმისა, რომ „რეინჯ როვერზე“ იმ ჰიბრიდულ სისტემას გამოიყენებენ, რომელიც ახლახანს ნათესავმა „იაგუარმა“, XJ_e-ზე გამოიყენა. ეს სისტემა ბენზინის 2.0-ლიტრიან ტურბოძრავს და ელექტროძრავს აერთიანებს. ამ უკანასკნელს ენერგიით 12.3 კილოვატსაათი ტევადობის ელემენტების ბლოკი ამარაგებს.
ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე ცნობილი არაა. ვიცით მხოლოდ, რომ ელექტროძრავი 94 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჰიბრიდული სისტემის მახასიათებლები საკმარისია იმისათვის, რომ „იაგუარXJ_e-მ“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 6.5 წამში აკრიფოს. მარტო ელექტროძრავით გადაადგილების სიშორე 40 კილომეტრს აღწევს, კომბინირებული რეჟიმით გადაადგილებისას, საწვავის ხარჯი ას კილომეტრზე 3.85 ლიტრია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი - ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 75 გრამი.
„იაგუარ ლენდ როვერის“ ჰიბრიდული პროექტის მთავარი ინჟინრის, პიტერ რიჩინსის თქმით: „პლაგ-ინ ჰიბრიდები დიდი პოტენციალი აქვს. მისი დანერგვის დასაწყებად საუკეთესო ავტომობილი კი სწორედ „რეინჯ როვერია“, რომლის მყიდველიც ახალ ტექნოლოგიას ადვილად შეეგუება“. ის დასძენს, რომ ჰიბრიდული სისტემა, რომლითაც უგზოობის ლიმუზინი აღიჭურვება, „იაგუარის“ ზემოთ ნახსენები სისტემისგან ოდნავ განსხვავებული იქნება. თუმცა, მსგავსი სქემით იმუშავებს.
სავარაუდოდ, პლაგ-ინ ჰიბრიდული „რეინჯ როვერის“ წარმოება 2015 წლის შემდეგ დაიწყება.

No comments:

Post a Comment