Friday, October 12, 2012

კორეულ პრაქტიკებზე ფეტელი გაბატონდა

Vettel leads Red Bull one-two in practice
12 ოქტომბერი

სებასტიან ფეტელს შეუძლია, კორეაშივე ჩაუდგეს სათავეში მსოფლიო ჩემპიონატის ცხრილს. ამისათვის გამარჯვება აუცილებელი არაა. რა თქმა უნდა, მარჩიელობა არ ღირს და არცაა საჭირო, რადგან გარემოებები ფერნანდო ალონსოს სასარგებლოდ არ მუშაობს. მთავარი ისაა, რომ თავად „ფერარიში“ აღიარებენ თავიანთი მანქანის არაკონკურენტუნარიანობას. ამის გარეშე კი ესპანელს მხოლოდ იღბლის იმედი თუ შეიძლება ჰქონდეს. იღბალი კი მას დიდხანს სწყალობდა...

მოკლედ, ეს ყველაფერი თავისუფალ პრაქტიკებთან არაფერ შუაშია. ვარჯიშების დროს, ყველა სარბოლოდ ამზადებს მანქანას, საკვალიფიკაციო მზადებისთვის კი ისინი მესამე პრაქტიკას გამოიყენებენ. პირველი ორი პრაქტიკის ჯამში კი უსწრაფესი ფეტელია, რომელმაც მხოლოდ 0.032 წამით აჯობა ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს.
პირველ პრაქტიკაზე საუკეთესო ლუის ჰამილტონი იყო, რომელმაც ალონსო ჩამოიტოვა, თუმცა მეორე სესიაზე ის მერვე ადგილს დასჯერდა. ჰამილტონს იაპონიაში საკიდართან დაკავშირებულმა პრობლემებმა თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და იმავე მიზეზით, მისი საჩემპიონო შანსები თითქმის ნულზე დავიდა. თუმცა ბრიტანელი დანებებას არ აპირებს და იქადნის, რომ ბოლომდე იბრძოლებს. ამის საშუალებას კი მას მანქანა აძლევს. თუმცა, ძნელი სათქმელია, ამჟამად რომელ გუნდს უკეთესი მანქანა აქვს - „მაკლარენს“, თუ „რედ ბულს“. „წითელმა ხარებმა“ იაპონიაში პირველად გამოიყენეს ორმაგი DRS და როგორც ამბობენ, ფეტელს გამარჯვებაში ხელი ამანაც შეუწყო...
სხვათა შორის, კორეაში მნიშვნელოვანი აეროდინამიკური სიახლე აქვს „ლოტუსს“, რომელმაც კიმი რაიკონენის მანქანაზე, ეგრეთ წოდებული კოანდას ეფექტით მომუშავე გამოსაბოლქვი სისტემა დააყენა. ეს სისტემა, მანქანის უკან ჰაერის ნაკადის მოწესრიგებას უწყობს ხელს და სავარაუდოდ, „ლოტუსს“ და რაიკონენს გამარჯვებისთვის ბრძოლაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ფინელ პილოტს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მოგება არ აქვს, ჩემპიონობის შანსი ჯერაც არ დაუკარგავს.


კორეის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:39.148
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:39.450
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:39.575
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:39.854
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:40.088
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:40.221
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:40.396
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:40.422
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               1:40.440
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:40.480
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:40.929
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:41.048
13. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია)              1:41.140
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:41.220
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:41.514
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:41.596
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:42.021
18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:42.027
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:42.104
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:42.175
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                         1:42.706
22. გიედო ფან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:42.820
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                1:44.517
24. დანი კლოსი (ესპანეთი, ისპანია)                            1:45.735

მეორე პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:38.832
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:38.864
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:39.160
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:39.219
5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                1:39.330
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:39.422
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:39.584
8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:39.717
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:39.739
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                     1:39.839
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)               1:39.957
12. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                      1:40.089
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:40.112
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                      1:40.445
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                       1:40.745
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)         1:40.789
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:40.997
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:41.200
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)            1:41.602
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                         1:42.596
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:43.066
22. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)              1:43.067
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)            1:43.869
24. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)              1:44.533

No comments:

Post a Comment