Sunday, November 11, 2012

„ფორდის“ ამერიკული ქარხნები 114 პროცენტითაა დატვირთული


Ford US Plants Currently Working at 114% Capacity
11 ნოემბერი
„ფორდს“ ევროპაში აქვს კრიზისი, თორემ ამერიკაში საქმეები ისე მისდის, რომ მალე შეიძლება საწარმოო სიმძლავრეები მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღარც ეყოს. კომპანიამ გამოაცხადა, რომ მისი ამერიკული ქარხნები, საშუალოდ 114 პროცენტით არის დატვირთული. ასეთი რამ, კომპანიას ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ახსოვს.

„ფორდის“ ჩრდილოამერიკული წარმოების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი ჯიმ ტეტრო ამბობს: „წელს ჩვენ საწარმოო ხარჯების შემცირება შევძელით და ამაში ორ რამ დაგვეხმარა - მაქსიმალური დატვირთვით ავამუშავეთ საწარმოები და დაბალი რანგის თანამშრომლები. ეჭვგარეშეა, რომ ამ ორმა ფაქტორმა ხარჯების შემცირებაში ხელი შეგვიწყო“, - ამბობს ტეტრო.
აღსანიშნავია, რომ წელს „ფორდმა“ 5 200 ახალი თანამშრომელი აიყვანა, რომელთაგან 4 800 კვალიფიკაციის საწყისი დონის მუშაა. ასეთი თანამშრომლები საათში საშალოდ 16 დოლარს იღებენ, რაც გამოცდილი თანამშრომლების ანაზღაურების თითქმის ნახევარია.
ყოველივედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით, მათს პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება მოსალოდნელი არაა, ცისფერი ოვალი ფლეტ როკის (მიჩიგანი) ქარხანაში ერთი ცვლის დამატებას აპირებს. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიას დამატებით 1 200 თანამშრომლის აყვანა მოუწევს, რომელთა უმეტესობა საწყისი კვალიფიკაციის მუშა იქნება.

No comments:

Post a Comment