Sunday, November 11, 2012

მომავალი სეზონისთვის „პირელი“ განსხვავებულ საბურავებს ამზადებს

2013 Pirelli tyres to be different - Hembery
11 ნოემბერი

„პირელის“ მოტორსპორტის განყოფილების დირექტორი პოლ ჰემბრი აცხადებს, რომ მომავალი სეზონისთვის „პირელი“ ძლიერ განსხვავებულ საბურავებს ამზადებს. გუნდებს მათი გაცნობის საშუალება ბრაზილიის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე მიეცემათ.

„ახალი საბურავები, ახლანდელისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ეს კი გუნდებისთვის სერიოზულ გამოწვევად შეიძლება იქცეს, რადგან რეგლამენტის უცვლელობის გამო, მანქანები ვირტუალურად იგივე დარჩება. სამაგიეროდ, ცვლილებას ახალი რეზინი მოგვცემს, რომლებიც პირველ რიგში, მანქანის აეროდინამიკაზე იმოქმედებს. ამიტომ, გუნდებს სწორედ ამ მიმართულებით მოუწევთ ბევრი მუშაობა“ - ბრაზილიელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ჰემბრიმ.
გარდა ამისა, ის დასძენს, რომ უფრო დიდი განსხვავება იქნება სხვადასხვა ტიპის და შემადგენლობის საბურავებს შორის. ეს კი სარბოლი ტაქტიკის მრავალფეროვნების შემუშავების და გამოყენების საშუალებას იძლევა.

No comments:

Post a Comment