Sunday, November 11, 2012

ლოებმა სეზონი ესპანეთში გამარჯვებით დაასრულა

Loeb wins in Spain in final race as full-time driver
11 ნოემბერი

დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ბოლო ეტაპზეც - ესპანეთის რალიზე, გამარჯვება მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა მოიპოვა. მისთვის ეს ესპანეთის რალიზე მოპოვებული მერვე, ამ სეზონში კი მეცხრე გამარჯვებაა. ამ გამარჯვებით დასრულდა ლოების კარიერის ძირითადი ნაწილი, რის შემდეგაც ის რალის მსოფლიო ჩემპიონატზე შიგადაშიგ იასპარეზებს ხოლმე.

მომავალ სეზონში ლოები მხოლოდ რამდენიმე რბოლაში გამოვა, შემდეგ კი სპეციალიზაციას შეიცვლის და წრიულ რბოლებზე გადაერთვება, სადაც ტურინგის კლასში მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს. ესპანეთში მან სულ რაღაც შვიდი წამით აჯობა მეორეზე გასულ „ფორდის“ ფინელ იარი-მატი ლატვალას.
„ძალიან მინდოდა ამ რბოლის მოგება. დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა, რადგან წვიმის გამო, ტალახიან გზებზე ასპარეზობა გვიწევდა. ამის მიუხედავად ლიდერობა ჩავიგდე ხელში. დღეს კი ძალიან გაგვიჭირდა, რადგან საბურავების შერჩევისას შევცდით. თანაც, იარი-მატიმ ტემპი ძალიან გაზარდა“, - ყვება 38 წლის ლოები, ვინც ყოველთვის ამბობდა, რომ სურს, კარიერა ფორმის პიკში დაასრულოს.
მომავალ სეზონში, ლოების ნაცვლად, „სიტროენის“ მთავარი პილოტი ფინელი მიკო ჰირვონენი იქნება. მომავალი სეზონი კი სტარტს 15 იანვარს აიღებს.

ესპანეთის რალი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)              4:14:29.100
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)                    +00:07.000
3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                       01:46.800
4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                          01:56.400
5. იარკო ნიკარა (ფინეთი, მინი)                                     16:07.900
6. კრეიგ ბრინი (ირლანდია, ფორდი)                             18:10.400
7. კრის ატკინსონი (ავსტრალია, მინი)                           19:14.700
8. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, პროტონი)            20:16.100
9. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი)                              25:40.600
10. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                        25:46.600

პილოტების საბოლოო კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 270 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 213; 3. იარი-მატი ლატვალა - 154; 4. მადს ოსტბერგი - 149; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 124; 6. ევგენი ნოვიკოვი - 88; 7. ტიერი ნვილი (ბელგია, სიტროენი) - 53; 8. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) - 52; 9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) - 46; 10. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) - 41; 11. დანიელ სორდო - 35; 12. ნასერ ალ-ატია (კატარი, სიტროენი) - 28; 13. კრის ატკინსონი - 28; 14. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) - 13; 15. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მინი) - 11...

კონსტრუქტორთა თასი
1. სიტროენ ტოტალ WRT - 453 ქულა; 2. ფორდ WRT - 309; 3. M-სპორტ ფორდ WRT - 170; 4. ადაპტა WRT - 83; 5. სიტროენ ჯუნიორ WRT - 72; 6. კატარ WRT - 71; 7. ბრაზილ WRT - 28; 8. მინი WRC ტიმ - 26

No comments:

Post a Comment