Sunday, November 11, 2012

ჩინური ბრენდი „ქოროსი“ ჟენევის შოუზე დებიუტს გეგმავს

Chinese Qoros Brand to Debut in 2013 at Geneva, Ahead of 2014 Euro Debut
11 ნოემბერი

სრულიად ახალი კომპანიის საქმიანობის დაწყება, ძალიან რთული საქმეა, რადგან მისი სრულფასოვანი ამოქმედებისთვის, მილიარდობით დოლარია აუცილებელი. ჯერ ერთი, საჭიროა საწარმოო სიმძლავრეების შექმნა, ახალი ავტომობილის შემუშავება, ან არსებულის წარმოების უფლების ლიცენზიის მიღება და რა თქმა უნდა, სარეკლამო კამპანია. მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, მაინც ჩამოყალიბდა ახალი ჩინური კომპანია, სახელად „ქოროსი“, რომელიც მალე ევროპელებს ჟენევაში გაეცნობა.

„ქოროსი“ არის ჩინური „ჩერისა“ და „ისრაელ კორპორეიშნის“ ერთობლივი კომპანია, რომელსაც შტაბბინა შანჰაიში აქვს. მხარეებმა მისთვის საერთო ჯამში, 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გაიღეს. ის 2007 წელს ჩამოყალიბდა და მაშინ „ჩერი კვანტუმ ავტომოტივ კორპორეიშნი“ ერქვა, ოთხი წლის შემდეგ მას სახელი შეუცვალეს და „ქოროს ავტო“ დაარქვეს.
სახელი „ქოროსი“ ორი სიტყვის კომბინაციაა. ასო Q (Qoros) ხარისხის (ქვალიტი) აღმნიშვნელია, ბერძნული სიტყვა „ხოროს“ კი გუნდის ხმას ნიშნავს. მთლიანობაში, კომპანიის დამაარსებლები ამ სახელით, მის მულტინაციონალურობას უსვამენ ხაზს.
„ქოროსი“ ჟენევის შოუზე თავის პირველ ავტომობილს - ოთხკარიან სედანს წარადგენს. ავტომობილი ევროპული ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად იქმნება და მას გარეგნობაც „ევროპული სტილისა“ ექნება. ძველ კონტინენტზე სედანის გაყიდვები 2014 წელს უნდა დაიწყოს. „ქოროსის“ ავტომობილები, უპირველესად ახალგაზრდა მყიდველზე იქნება გათვლილი. მათი კონსტრუქცია, უსაფრთხოებაზე ევრო NCAP-ის ხუთვარსკვლავიანი შეფასების სტანდარტს დააკმაყოფილებს. ეს კი, ჩინური ავტომობილებისადმი ნდობის კუთხით, დიდი გარღვევა იქნება, რადგან ჯერჯერობით, ჩინური ავტომობილების უსაფრთხოების ხარისხი შორსაა ევროპული სტანდარტებისგან.
„ქოროსი“ თავისი მუშაობის პირველ წელს, 150 000 ავტომობილის გამოშვებას აპირებს, თუმცა მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, წარმოების მოცულობა 450 000-მდე გაიზრდება.

No comments:

Post a Comment