Sunday, November 11, 2012

მალე „ბეემვე“ i-სერიის ავტომობილების წარმოებას დაიწყებს

BMW to Begin i-Series Production in 2013
11 ნოემბერი
მალე ბაზარზე „ბეემვეს“ ახალი სუბ ბრენდ i-ს ელექტრომობილები გამოვა. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, დოქტორი ნორბერტ რაიტჰოფერი ამბობს, რომ i-ს ელექტრომობილების წარმოება მალე დაიწყება და რომ სავარაუდოდ, პირველი ავტომობილები ბაზარზე მომავალი წლის მიწურულს გამოჩნდება.
რაიტჰოფერისვე განცხადებით, უკვე 15 მილიონი სატესტო კილომეტრი აქვს გავლილი სრულიად ელექტრულ „მინი E-ს“, 5 მილიონი კილომეტრი კი - პირველი სერიის მოდელის ბაზაზე შექმნილ „აქტივ E-ს“. ორივე პროდუქტი აბსოლუტურად მზადაა ბაზრისთვის, სადაც ისინი „ინდივიდუალური გადაადგილების სრულიად ახალ სამყაროს“ შექმნიან.

„ბეემვეს“ აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მიერ გამოშვებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა, ახლანდელთან შედარებით, 2020 წელს უნდა განახევრდეს. ამ გეგმის შესრულებაში კი სოლიდური როლი, ელექტრომობილებმა, ჰიბრიდებმა და პლაგ-ინ ავტომობილებმა უნდა შეასრულოს.
ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებს ბავარიელები თავიანთ ლაიპციგის ქარხანაში გამოუშვებენ, რომელსაც საფუძვლიანი მოდერნიზაცია ჩაუტარდა და წარმოებისთვის სრულ მზადყოფნაშია. საინტერესოა ისიც, რომ ეს ქარხანა მხოლოდ განახლებად ენერგიაზე იმუშავებს.

No comments:

Post a Comment