Tuesday, November 6, 2012

ასეთი გამძლეა ახალი „სმარტ ფორთუ“

smart fortwo Tridion Safety Cell Supports an SUV
5 ნოემბერი
„პატარა ზომით, დიდი უსაფრთხოებაში“ - ამ სიტყვებით მთავრდება სარეკლამო მინი რგოლი, რომელიც ახალი „სმარტ ფორთუს“ უსაფრთხოებას ეხება. ამ ავტომობილს მალე ამერიკის ბაზარზე შეიტანენ, სადაც საყოველთაოდაა მიჩნეული, რომ ზორბა მანქანებში უკეთ დაცულები ხართ.
რგოლში „სმარტის“ მზიდი სტრუქტურა „მონაწილეობს“, რომელიც სპეციალურ სადგამზეა მოთავსებული, თავზე კი უზარმაზარი, უგზოობის სრულგაბარიტიანი ავტომობილი ადგას, რომლის წონაც, 3.5 ტონაა. და, ვითომც არაფერი - ჯუჯას სტრუქტურა მცირედითაც არ იღუნება!
გარდა ამ სტრუქტურისა, ახალი „სმარტ ფორთუს“ მგზავრებს უსაფრთხოების 8 აირბალიშითაც უზრუნველყოფს. გარდა ამისა, აღჭურვილობაში შეჯახების მართვის სისტემა, სტაბილურობის ელექტრონული პროგრამა და მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა შედის.
„როდესაც ჩვენ ახალი ავტომობილის მზიდ სტრუქტურაზე ვმუშაობდით, ჩვენ შთაგონების წყაროდ, სარბოლი ავტომობილების უსაფრთხოების კარკასი გამოვიყენეთ. ზემტკიცე ფოლადისგან დამზადებული ნაჭუჭი, თქვენ გარე სამყაროში წარმოქმნილი ნესბისმიერი საფრთხისგან დაგიცავთ. რაც მთავარია, მანქანის სტრუქტურა ისეა შემუშავებული, რომ დარტყმის ენერგია, მის ყველა ელემენტზე თანაბრად გადანაწილდეს. ეს კი მის ნებისმიერ მგზავრს, სიმშვიდის საბაბს მისცემს“, - ნათქვამია „სმარტის“ ამერიკული შტოს მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.

ვიდეო

No comments:

Post a Comment