Tuesday, November 6, 2012

რას იტყვით „ასტონ მარტინის“ უგზოობის ავტომობილზე?

What do You Think About the Aston Martin Vanish CUV Design Concept?
6 ნოემბერი
თუკი „ლამბორგინიმ“ და „ბენტლიმ“ ასეთი ავტომობილების წარმოება გადაწყვიტეს, რატომაც არ უნდა მიბაძოს მათ „ასტონ მარტინმა“? მითუმეტეს, ჯეიმს ბონდის საყვარელ მარკას უკვე დაწყებული აქვს ჯუჯა „სიგნიტის“ წარმოება. ანუ, სამოდელო გამის გამრავალფეროვნება და წარმოების გაზრდა, მათთვის უცხო ხილი აღარაა.

თუმცა, „ასტონში“ ჯერ ასეთი ავტომობილის წარმოება არ განიხილება და სანამ ასეა, ამ თემაზე სტუდნტები ფიქრობენ. ფიქრობენ და კონცეპტუალურ მონახაზებსაც კი ასრულებენ. მაგალითად, ქოვენთრის უნივერსიტეტის ავტომობილების და ტრანსპორტის დიზაინის ფაკულტეტის პირველკურსელმა, მეტსახელად „მაკფლური 1992-მა“ ამ ფოტოებზე გამოსახული კონცეპტუალური ესკიზები შექმნა.
კონცეპციის ავტორმა ავტომობილს, რომელიც კომპაქტური ზომის ჰეჩბეკი უნდა იყოს, ქროსოვერის ელემენტებით, სახელად „ვენიშ“ (გაქრობა) შეარქვა. თანაც, ამ ესკიზებზე „ვენიშის“ როგორც სამკარიანი, ისე ხუთკარიანი ვერსიებია გამოსახული. ავტომობილში „ასტონს“ მისი რადიატორით გამოიცნობთ, დანარჩენი მხატვრის ფანტაზიის ნაყოფია...

No comments:

Post a Comment