Tuesday, November 6, 2012

კუბიცა „სიტროენ C4-ით“ ორ რბოლაში იასპარეზებს


Robert Kubica to drive Citroen C4 in two national rallies this month
5 ნოემბერი
რობერტ კუბიცა აგრძელებს მკურნალობის აქტიურ სარეაბილიტაციო კურსს, რომლის პროცედურებშიც, რალის უმნიშვნელო რბოლებში მონაწილეობაც შედის. მან უკვე ორ ასეთ რბოლაში მიიღო მონაწილეობა იტალიაში და მათგან ერთი მოიგო კიდეც. მალე კი მორიგი ორი რბოლის ჯერიც დადგება.

„სიტროენმა“ პოლონელ მრბოლს თავისი ერთ-ერთი საჩემპიონ C4 გამოუყო, რომლითაც სებასტიან ლოებმა თავისი რამდენიმე ტიტულის მოპოვება შეძლო. ამ ავტომობილით კუბიცა პირველად 15-17 ნოემბერს იასპარეზებს იტალიაში, რალი დი კომოზე, ერთი კვირის შემდეგ კი საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც რალი დუ ვარზე გამოვა.
„ერთი სული მაქვს, როდის მივუჯდები ასეთი სწრაფი მანქანის საჭეს. მანქანის, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან წარმატებული იყო. ავტოსპორტში რალი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სახეობაა. მანქანასთან შესაჩვევად, ერთი სატესტო სესია მექნება, შემდეგ კი რალი დი კომოზე ვიასპარეზებ, სადაც ჩემი მიზანი, მანქანის უკეთ აღქმა იქნება. რალი დუ ვარზე კი სულ სხვა მიზნები მექნება, რადგან იმედია, მანამდე ამ მანქანის მართვას მაღალ დონეზე ავითვისებ“, - ამბობს პოლონელი მრბოლი, ვისაც იმედი აქვს, რომ ფ1-ში 2014 წლის სეზონში დაბრუნდება.

No comments:

Post a Comment