Tuesday, November 6, 2012

„ვოლვო“ ახალ სამფაზიან სწრაფდამმუხტველს შეიმუშავებს

Volvo Developing 1.5 Hour Three-Phase Fast Charger
5 ნოემბერი
სიძვირის გარდა, თანამედროვე ელექტრომობილებს რამდენიმე სერიოზული ნაკლი აქვთ - სვლის მცირე სიშორე და ელემენტების დამუხტვის დიდი ხანგრძლივობა. სწორედ ამ მიზეზების გამო, მათი დამკვიდრება, შედარებით დაბალი ტემპით მიმდინარეობს. შეიძლება მწარმოებელმა თავისი ელექტრომობილი ელემენტების დიდი ბლოკით აღჭურვოს, რაც სვლის სიშორეს გაზრდის, მაგრამ შორეული მოგზაურობის შემდეგ, მათი სრულად დამუხტვა დიდხანს გაგრძელდება.
მაგრამ მალე ამ ნაკლებიდან ერთი გამოსწორდება - „ვოლვო“ მუშაობს სამფაზიან სწრაფად დასამუხტ მოწყობილობაზე, რომელიც მანქანაში მოთავსდბა და ელემენტებს საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან დამუხტავს. ამ მოწყობილობით, სრულიად ელექტრული „ვოლვო C30“ ნაწილობრივ 30 წუთში დაიმუხტება, რაც ავტომობილს 80 კილომეტრის გავლის საშუალებას მისცემს. სრულ დამუხტვას კი დაახლოებით საათნახევარი დასჭირდება. შედარებისთვის, ანალოგიური ტევადობის ელემენტების სრულ დამუხტვას, დაახლოებით 6 სათი სჭირდება.
„ჩვენ ვიცით, რომ სწრაფი დამუხტვა და შორეული მოგზაურობის შესაძლებლობა, ის მახასიათებლებია, რომლებიც ელექტრომობილების გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის. სწრაფად დასამუხტი მოწყობილობა, ეგრეთ წოდებულ „შფოთვის დიაპაზნს“ მოხსნის, რადგან დღის განმავლობაში ენერგიის შევსება პრობლემა აღარ იქნება“, - ამბობს „ვოლვოს“ ელექტრული ამძრავი სისტემების განყოფილების ვიცე პრეზიდენტი ლენარტ სტეგლანდი.

No comments:

Post a Comment