Thursday, February 16, 2012

„პორშემ“ თავის ახალ კომპაქტურ ქროსოვერს „მაკანი“ უწოდა

Porsche Names its Upcoming Compact SUV "Macan"
16 თებერვალი
როგორც ახლახანს გაირკვა, „როპშე“ თავის სრულიად ახალ ავტომობილს, კომპაქტურ ქროსოვერს, რომელსაც აქამდე „კაიუნის“ სახელით მოვიხსენიებდით, სულ სხვა სახელით გაგვაცნობს. გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილს „მაკანი“ (მალაიზიურად რაც თურმე ვეფხვს ნიშნავს) უწოდა და იმავდროულად, მისი პირველი ესკიზიც გამოაქვეყნა.

„ამ ავტომობილში, ერთმანეთთან სპორტული და უგზოობის მანქანების თვისებები გაერთიანდება და ის „პორშეს“ ტრადიციების გამგრძელებელი იქნება. რაც შეეხება სახელს, ის კარგად მიესადაგება ჩვენს ბრენდს, ბევრ ენაზე კარგად გამოითქმის და დადებით ასოციაციებს იწვევს“, - ამბობს „პორშეს“ გაყიდვებისა და მარკეტინგის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ბერნჰარდ მაიერი.
უგზოობის მომცრო ავტომობილის წარმოებას „პორშე“ ლაიპციგის ქარხანაში მერმისს დაიწყებს. ამიტომ, გერმანულმა კომპანიამ ამ ქარხანას 500 მილიონი ევრო დაახარჯა, რის შემდეგაც, იქ არამარტო ავტომობილების აწყობა, არამედ ძარების წარმოება და სამღებრო სამუშაოების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი.
უკვე ცნობილია ისიც, რომ „მაკანი“ ბაზირებული იქნება „აუდი Q5-ის“ პლატფორმაზე. ამასთან, ამ ორ ავტომობილს საერთო ექნება ძრავებიც, საჭის მექანიზმებიც, ტრანსმისიებიც და ხიდებიც. გარდა ამისა, „პორშეს“ ახალი ავტომობილი „აუდისგან“ სრულამძრავიან ტრანსმისია „კვატროსაც“ მიიღებს. ცუფენჰაუზენელები თავად შეიმუშავებენ მუხრუჭების სისტემას, საკიდარს და დინამიკის კონტროლის სისტემას, რიტაც თავიანთ ავტომობილს უფრო სპორტულ თვისებებს შესძენენ.
რაც შეეხება გარეგნობას, ესკიზის მიხედვით ბევრი არაფრის თქმა შეიძლება, თუმცა ის ძლიერ ჰგავს მეორე თაობის „კაიენის“ ესკიზს. გერმანული კომპანია იმედოვნებს, რომ „მაკანით“ ახალი კლიენტების მოზიდვას შეძლებს.

No comments:

Post a Comment