Thursday, February 16, 2012

ფეტელი: რაიკონენი შეიძლება ტიტულის მოცილე გახდეს

Raikkonen could be 'serious' title opponent
16 თებერვალი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი თვლის, რომ ამ სეზონში, მისი მეგობარი კიმი რაიკონენი შეიძლება ტიტულის ერთ-ერთი მოცილე გახდეს. გერმანელი და ფინელი მრბოლები ერთმანეთს ჯერ კიდევ მანამ დაუმეგობრდნენ, სანამ სანამ რაიკონენი ფ1-ს დატოვებდა და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაერთვებოდა. ისინი ხანდახან შვეიცარიაში ხვდებოდნენ ერთმანეთს (იქ ორივეს სახლი აქვს) და ბადმინტონის თამაშით იქცევდნენ თავს.

ხერესის ტესტების დროს, ისინი ტრასაზე ერთდროულად არ გამოსულან, თუმცა ფეტელმა ყველაფერი ნახა და „ლოტუსის“ სისწრაფით საკმაოდ გაკვირვებულიც დარჩენილა. „თუ ეს მანქანა რეალურადაც ისეთივე კარგია, როგორიც ხერესში იყო, მაშინ კიმი სერიოზული კონკურენტი იქნება“, - გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას განაცხადა ფეტელმა.
თავისი ხელმძღვანელობით შექმნილ მანქანას აქებს „ლოტუსის“ ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ალისონიც, თუმცა მაინც ფრთხილობს და თვლის, რომ ბარსელონას ტესტების ორ სესიას ბევრი რამის შეცვლა, ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე შეუძლია.
„ჩვენ უფრო მეტს გავიგებთ ჩვენს მეტოქეებზე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, რეალურ სურათს მელბურნამდე ვერ მივიღებთ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მანქანა მთლიანობაში კარგი და საიმედოა. ჩვენს მრბოლებს ის ძალიან მოეწონათ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ფრანგულ გამოცემა „ეკიპთან“ საუბრისას განაცხადა ალისონმა.
უნდა ითქვას, რომ გუნდებმა ხერესში თავიანთი ახალი მანქანების მხოლოდ საბაზო ვერსიები გამოსცადეს. ამასთან, იქ მათი მთავარი მიზანი სიჩქარე კი არა, საბურავებისა და სხვადასხვა კომპონენტების მუშაობის შემოწმება იყო. რამდენად კარგად არიან მომზადებულები ახალი სეზონისთვის, ამას უკეთ ბარსელონას ტესტები გვიჩვენებს, სადაც მანქანების რეალური სიჩქარეც გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment