McLaren rethinks sidepod design
11 სექტემბერი
ბელგიასა და იტალიაში ყველაზე საინტერესო სიახლეები
„მაკლარენის“ ბოლიდებზე ვიხილეთ. ლაპარაკია რადიატორის კორპუსებზე, უფრო სწორედ იმ
ელემენტებზე, რომლებიც ამ კორპუსების წინა ნაწილს, ფაქტობრივად გარსშემოვლებული
ჰქნონდა. ოღონდ, მათ არ ეკვროდა.
ბარსელონამდე „მაკლარენის“ მანქანაზე რადიატორის კორპუსები
და მათ გვერდზე განლაგებული ვერტიკალური აეროდინამიკური ელემენტები განცალკევებული
იყო. ბარსელონაში კორპუსებზე პატარა ვერტიკალური სტაბილიზატორები (ერთგვარი კილები,
ან ტიხრები) გამოჩნდა, რომელთა დანიშნულებაც, რადიატორის ზედა ნაწილში, ჰაერის
ნაკადის მოწესრიგება იყო, რაც საბოლოო ჯამში, მანქანის უკან ჰაერის სტაბილური
ნაკადის მიმართვის საშუალებას იძლეოდა.
მაგრამ ბელგიაში რადიატორის კორპუსი და მისი მიმდებარე
აეროდინამიკური ელემენტების კონსტრუქცია შეიცვალა. კორპუსის გვერდზე არსებული
მაღალი სტაბილიზატორი დაგრძელდა და ის რადიატორს გარს შემოევლო და კოკპიტს
მიუერთდა. ის ისე განლაგდა, რომ მასა და რადიატორის კორპუსს შორის ვიწრო ნაპრალი
დარჩა. ამგვარად, ამ ელემენტის წყალობით, რადიატორის კორპუსის წინა ნაწილში არსებული
ჰაერის ნაკადი მოწესრიგდება და მანქანის მთელს გაყოლებაზე, მისი კორპუსის გასწვრივ
მოძრაობს, რაც ბოლიდის სტაბილურობას უზრუნველყოფს. რაც მთავარია, მანქანის
ბოლოსკენ, ჰაერის ნაკადს უფრო ოპტიმალური მიმართულება და სიჩქარე აქვს, ვიდრე
მანამდე. და მას მანქანის ბოლოშიც უფრო ეფექტურად იყენებენ. ამის წყალობით, უკანა
ბორბლების გზასთან ჩაჭიდებაც უმჯობესდება.
გარდა
ამისა, იმ ადგილზე, სადაც კოკპიტზე სარკეებია დამაგრებული, ორი პატარა ჰორიზონტალური
ვინგლეტი (რაჭულ სტილში, ფრთაუკა) გამოჩნდა, რომლების მსგავსიც ადრე „ფერარის“
ჰქონდა. ოღონდ, იტალიური გუნდის შემთხვევაში, სარკის სამაგრის ქვედა ნაწილსაც
პატარა ფრთის ფორმა აქვს მიცემული...
ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
No comments:
Post a Comment