11 სექტემბერი
ახლახანს „პეჟომ“ ფოტო და ვიდეო ტიზერებით „ონიქსი“
გაგვაცნო, კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი, რომლის პრემიერასაც პარიზის მოტორ
შოუზე გეგმავს. მაგრამ თურმე ეს ფრანგული ლომების ერთადერთი სიახლე არაა, რომელიც
მათ პარიზისთვის მოამზადეს. და თუ „ონიქსი“ დიზაინერთა თავისუფალი ფანტაზიის
ნაყოფია, მეორე ავტომობილს აშკარად კონვეიერისთვის ამზადებენ.
ამ მეორე ავტომობილს „პეჟო 2008“ უწოდეს. სხვათა
შორის, ის უკვე გადის საგზაო ტესტებს და არაერთხელ მოხვდა ფოტო-მსტოვართა
ობიექტივში. ის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ 208-ს მოდიფირებულ პლატფორმაზეა აგებული და B-სეგმენტის
მინი ქროსოვერია, სადაც გლობალური ბაზრის ლიდერი „ნისან ჯუკია“.
ახალი ქროსოვერი ასევე 208-ს ძრავების გამასაც
გაიზიარებს. ამასთან, მასზე შეიძლება სრულიად ახალი ჰიბრიდული სისტემაც გამოიყენენ,
რომელშიც ბენზინის და ელექტრო ძრავი იქნება შეწყვილებული. მათგან პირველი წინა
ბორბლებს აამოძრავებს, მეორე კი - უკანებს.
სავარაუდოდ, ამ ავტომობილის შესახებ ცოტაოდენ
ინფორმაციას „პეჟო“ პარიზის მოტორ შოუს დაწყებამდე გამოაქვეყნებს...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment