Formula Ford Street-Legal Version Considered
11 სექტემბერი
როგორც ჩანს, სარბოლო ავტომობილების საგზაო
ვერსიების სამყაროს კიდევ ერთი, პატარა და ძალიან სხარტი ავტომობილი შეუერთდება.
და თუ ასე მოხდა, ის კონკურენციას გაუწევს ისეთ პატარა მონსტრებს, როგორებიცაა „არიელ
ატომი“ და „BAC მონო“.
პოპულარულ ჟურნალ „ევოს“ რეპორტიორი „ფორდის“ ერთ-ერთ
აღმასრულებელს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერ „ფორმულა ფორდის“ საგზაო
ვერსიის ფასი დადგენილი არაა, თუმცა ივარაუდა, რომ ის 100 000 გირვანქა სტერლინგზე
გაცილებით იაფი ეღირება.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს ამ ავტომობილმა ნურბურგრინგის
ავტოდრომის ერთი წრე 7 წუთსა და 22 წამში გაიარა. საინტერესოა ისიც, რომ ამ
ავტომობილს საგზაო ვერსიისთვის აუცილებელი ატრიბურები - ნაწილობრივ დახურული
ბორბლები და ფარებიც კი ჰქონდა.
სარბოლი ერთადგილიანი ავტომობილი (ფორმულას ტიპის)
1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ეკობუსტითაა აღჭურვილი, რომელიც 205 ცხენის ძალას
გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 4 წამზე
ნაკლებში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 255.5 კმ/სთ-ს აღწევს.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment