This is Peugeot's New Onyx Supercar Concept
11 სექტემბერი
ორი დღის წინ, „პეჟომ“ კონცეპტუალურ სუპერ
ავტომობილ „ონიქსის“ფოტო და ვიდეო ტიზერები გამოაქვეყნა. იმ ფოტოებზე მანქანა
სიბნელეში იყო გადაღებული და მისი მხოლოდ სილუეტის გარჩევა თუ იყო შესაძლებელი.
მაგრამ ფრანგულმა კომპანიამ დღეს კიდევ რამდენიმე კომპიუტერზე დამუშავებული ფოტო (კომპიუტერული
ესკიზები) გამოაქვეყნა, რომლებზეც ავტომობილი კარგად ჩანს. ამასთან, მათ
ინტერიერის გამოსახულებებიც დაემატა. ოღონდ, „პეჟო“ მის შესახებ ინფორმაციით ჯერ
ისევ არ გვანებივრებს.
„ონიქსს“ სუპერ ავტომობილისთვის შესაფერისი
პროპორციები აქვს. ფოტო-ესკიზებზე ის ორ - შაბ და ბრინჯაოს ფერებშია გაწყობილი,
რაც სამხედრო კამუფლაჟის შთაბეჭდილებას ტოვებს. „პეჟოს“ დამახასიათებელი გარეგნული
ნიშანი - ტრაპეციის ფორმის რადიატორი სახეზეა, თუმცა სერიული მოდელებისგან
განსხვავებით, ის უფრო ვიწროა. ავტომობილს აქვს აეროდინამიკური დანიშნულების ელემენტები
და ჰაერის ამღებები. ძრავი, უფრო სწორედ ჰიბრიდული დანადგარი, „ონიქსის“ უკანა
ნაწილში მდებარეობს.
„პეჟო“ თავისი სუპერ ავტომობილის შესახებ
ინფორმაციას ისევ საიდუმლოდ ინახავს. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია კი
გვამცნობს, რომ კონცეპტუალური ავტომობილის ჰიბრიდულ ძალურ დანადგარში, ბენზინსი 1.6-ლიტრიანი
ტურბოძრავი და ელექტროძრავია გაერთიანებული, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 400 ცხენის
ძალას აღწევს.
ინტერიერის ფოტოების მიხედვით კი შეიძლება ვივარაუდოთ,
რომ ის მინიმალისტურ სტილშია შესრულებული და იქ ელექტრონიკა „ბატონობს“. ასევე, ყურადღებას
იმსახურებს არანორმალურად ზორბა უკანა საყრდენები...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment