რახან ”პეჟოთი” დავიწყეთ, მაშინ მისი ნათესავი ”სიტროენით” გავაგრძელებთ, სადაც არანაკლები სიახლეების ხილვა შეიძლება. ”ორმაგი შევრონის” სტენდის ვარსკვლავი კონცეპტუალური ”სარვოლტია”, რომელიც შემქმნელებმა ვერცხლის ფერში გამოაწყეს და ვარდისფერით და შავით შეაზავეს. აშკარად სპორტული გარეგნობის ამ ავტომობილს, ელერონები, არაერთი ჰაერის ამღები, დიდი უკანა ფრთა და დიფუზორი გამოარჩევს. რაც მთავარია, მას პატარა, ოვალური რადიატორის ბადე აქვს და ნუ გაიკვირვებთ, თუ ასეთ რადიატორებს მალე ”სიტროენის” სხვა, თანაც სერიულ ავტომობილებზეც იხილავთ. მის გვერდით თავს იწონებს კომპანიის შარშანდელი კონცეპცია ვარდისფერი ”რევოლტი”. ალბათ სახელიც მიგანიშნებთ, რომ ”შევრონებსაც” გეზი ელექტრიფიკაციისკენ აქვთ აღებული.სიტროენ სარვოლტი.............................................საიტროენ რევოლტი ..............................................
”სიტროენის ექსპოზიციაში ასევე შედის სერია DS-ის ავტომობილები. ამ სერიით, ფრანგული კომპანია მალე პრემიუმ სეგმენტში შეაბიჯებს და ბუნებრივია, მის ფართოდ რეკლამირებას ცდილობს. ამიტომ, გამოფენის დამთვალიერებლებს ამ ავტომობილებში ჩაჯდომის და მათი ახლოს გაცნობის საშუალება მისცეს. ბოლოსდაბოლოს, ასე ისინი უკეთ შეძლებენ სასურველი ავტოს შერჩევას.
სიტროენ DS ჰაი რაიდერი
No comments:
Post a Comment