ათი ცალი ”ასტონ მარტინ ვან-
Aston Martin One-77
19 მაისი
როგორც ”ასტონ მარტინის” ინკოგნიტო წარმომადგენელმა ბრიტანულ გამოცემა ”ტაიმსს” განუცხადა, უცნობმა ახლოაღმოსავლელმა მყიდველმა, კომპანიას ათი ცალი სუპერ ავტომობილი ”ასტონ მარტინ ვან-
ამასთან, უცნაურმა მყიდველმა მოითხოვა, რომ ყველა ავტომობილიგანსხვავებულ ფერში შეიღებოს და მათ სალონის გაფორმებაც სხვადასხვანაირი უნდა ჰქონდეს. საკუთარ ავტომობილებს ის მხოლოდ წლის ბოლოს მიიღებს, რადგან ამ ავტომობილის წარმოება ჯერ არ დაწყებულა.
ინფორმაციის წყარო ირწმუნება, რომ ეს ”ასტონ მარტინის” ისტორიაში ყველაზე მსხვილი შეკვეთაა. ამასთან, მანვე გამორიცხა, რომ შემკვეთი გადამყიდველია და აღნიშნა, რომ მას ყველა ავტომობილი საკუთარი ფარეხისთვის სურს.
ცნობისათვის, საზოგადოებამ ”ასტონ მარტინ ვან-
ყველაზე ძვირადღირებული ”ასტონი” 7.3-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 700 ცხენის ძალას იძლევა. მისი წყალობით კი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ს აღწევს.
ინგლისურ კომპანიას სულ 77 ცალი ”ვან-77-ის” წარმოება აქვს გადაწყვეტილი, რომელთაგან 65 უკვე გაიყიდა.
No comments:
Post a Comment