Ferrari Reports its Best Ever Six Months
28 ივლისი
„ფერარის“ დირექტორებმა, სპეციალურად მოწყობილ შეხვედრაზე, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები მიმოიხილეს. შეხვედრაზე გაირკვა, რომ კომპანიას არნახულად ბევრი ავტომობილი აქვს გაყიდული და შესაბამისად, მოგებაც გაეზარდა.
კერძოდ, ქსელურმა მოგებამ 91.8 მილიონი ევრო შეადგინა, რაც შარშანდელი იმავე პერიოდის შესაბამის მაჩვენებელზე დაახლოებით 23.5 პროცენტით მეტია. გაიზარდა გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი, რამაც 1.080 მილიარდ ევროს (შარშანდელზე 19.6 პროცენტით მეტია) მიაღწია. სულ გაყიდულია 3 577 ავტომობილი, რაც შარშანდელზე 11.8 პროცენტით მეტია. გაყიდულ ავტომობილებში შედის სარბოლი „458 ჩელინჯი“ და „SA აპერტა“, რომელსაც შეზღუდული რაოდენობით აწარმოებენ.
„თუ წლის პირველი ნახევრის ტრენდის შენარჩუნებას შევძლებთ, მაშინ 2011 წელი ჩვენი კომპანიის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო. ახლახანს დავიწყეთ უახლესი FF-ის მიწოდება და პირველ შეკვეთებს ვღებულობთ ინდოეთში. ასე რომ, გაყიდვების შემცირებას არ უნდა ველოდოთ“, - ამბობს „ფერარის“ მთავარი აღმასრულებელი ლუკა დი მონტეძემოლო.
მარანელოელთათვის ყველაზე დიდი ბაზარი ჩრდილოეთ ამერიკაა, სადაც 939 ავტომობილია გაყიდული. ეს კი შარშანდელზე 23.2 პროცენტით მეტია. აზიაში მთავარი ბაზარი ჩინეთია (ჰონ კონგთან და ტაივანთან ერთად), სადაც გაყიდვებმა გერმანიისას გადაასწრო. ჩინურ ბაზარზე 378 ავტომობილია გაყიდული, გერმანიაში კი - 337, ზუსტად იმდენი, რამდენიც შარშან ნახევარ წელიწადში.
No comments:
Post a Comment