BMW to Preview New "i" Models on Friday?
28 ივლისი
გერმანულმა საავტომობილო კომპანიამ გამოაცხადა, რომ ხვალ, 29 ივლისს, თავის „მწვანე“ სუბ-ბრენდ i-სთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან პრესკონფერენციას გამართავს. ამ ღონისძიებასთან დაკავშირტებით, ბავარიელებს მეტი არაფერი უთქვამთ. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ისინი საზოგადოებას პირველად წარუდგენენ i-ს პირველ ორ მოდელს, რომლებიც ამჟამად წარმოებისთვის მზადდება.
„ბეემვე“ ამ ორი ავტომობილის მსოფლიო პრემიერას ფრანკფურტის მოტორ შოუზე გეგმავს, ხვალ კი შესაძლოა, ისინი პირველად დაგვანახოს. საერთოდ, უფრო ხშირად, დიდ პრემიერებამდე, მწარმოებლები თავიანთი სიახლეების ფოტო-ტიზერებს (ერთგვარ მახარობლებს) ავრცელებენ ხოლმე, თუმცა როგორც ჩანს, ამჯერა ბავარიელებს უფრო პომპეზური ჩანაფიქრი აქვთ - სხვა თუ არაფერი, ელექტრომობილების ბაზარზე ისინი პირველ რეალურ ნაბიჯებს გადადგამენ.ამ ორი ავტომობილიდან, ერთია i3 - საქალაქო პლაგ-ინ ელექტრომობილი, რომელიც „მეგასიტის“ სახელით და ესკიზების სახით, პირველად ერთი წლის წინ გვიჩვენეს. მეორე ავტომობილია i8, პლაგ-ინ სპორტული ჰიბრიდი, რომელიც ორი წლის წინ, ფრანკფურტშივე ნაჩვენებ რევოლუციურ კონცეპტქარ „ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსის“ ბაზაზეა შექმნილი.
სხვათა შორის, გასული ერთი წლის განმავლობაში, ბავარიელებმა i8-ს შესახებ არაერთი ტიზერი გაავრცელეს და ასე განსაჯეთ, ის „მისია შეუსრულებელია 4-ის“ გადაღებებზეც კი მიავლინეს. ამასთან, ისიც განაცხადეს, რომ თუ კონცეპტუალური მოდელის ჰიბრიდულ სისტემაში დიზელის აგრეგატი იყო გამოყენებული, სერიულ ავტომობილზე ის ბენზინის ძრავით შეიცვლება. კომპანია არ მალავს, რომ ორივე ავტომობილი გლობალური ბაზრისთვისაა განკუთვნილი და ამიტომ, აქცენტი ბენზინის ძრავზე გაკეთდა, რადგან დიზელი უფრო მიღებული ვარიანტი მხოლოდ ევროპისთვის იქნებოდა.

ორივე ავტომობილი ალუმინისგან შეკრულ მზიდ ელემენტს ეყრდნობა. მასზევეა ინტეგრირებული ძალური დანადგარებიც. სამაგიეროდ, სამგზავრო ნაწილი, ანუ სალონი და ძარის დამცავი კარკასი, ნახშირბადოვანი ქსოვილის კომპოზიტითაა დამზადებული. დაკიდევ, ორივე ავტომობილს საერთო ექნება (მცირე განსხვავებებით და მოდიფიკაციებით) ელექტროძრავები, ელექტრონიკა და მაღალი ძაბვის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკები.
უკვე დადგენილია, რომ i3-ს და i8-ს სერიული წარმოება 2013 წლიდან დაიწყება. ორივე ავტომობილის წარმოებისთვის, ბავარიელები ლაიპციგის ქარხანას ამზადებენ.
No comments:
Post a Comment