Monday, August 1, 2011

ობამამ საწვავის ეკონომიურობის ახალი კორპორატიული სტანდარტი გამოაქვეყნა

Obama Announced New Corporate Average Fuel Eonomy Standards for 2025
1 აგვისტო
ბარაკ ობამამ აშშ-ის ახალი პროგრამა გამოაქვეყნა, რომელიც ავტომობილების მწარმოებლებს, საწვავის ხარჯსა და გამონაბოლქვზე ახალ, მნიშვნელოვნად გამკაცრებულ კორპორატიულ სტანდარტს უწესებს. ახალი სტანდარტი 2017-2025 წლების პერიოდში შევა ძალაში (თანდათან) და მის მიხედვით, ამ პერიოდის ბოლოსთვის, კომპანიების მიერ წარმოებული ავტომობილების საშუალო ხარჯი (100 კილომეტრზე) 4.3 ლიტრზე მეტი არ უნდა იყოს.

სანამ ობამა ახალ სტანდარტს გამოაქვეყნებდა, ქვეყნის მთავრობამ ამერიკელ და ამერიკაში მომუშავე უცხოურ კომპანიებს თავისი გეგმა გააცნო და მასზე აზრის გამოთქმა სთხოვა. მიმომხილველთა გასაკვირად, ამერიკულმა კომპანიებმა, პროფკავშირებმა და მოსახლეობის უმეტესობამ, გეგმა მოიწონა. პირველ რიგში, ახალი სტანდარტი მოიწონეს „ჯენერალ მოტორსმა“, „ფორდმა“ და „კრაისლერმა“, ასევე „ტოიოტამ“ და „ჰონდამ“.
ახლანდელი სტანდარტით, საშუალო კორპორატიული ხარჯი 100 კილომეტრის გავლისას 8.7 ლიტრია. ახალი სტანდარტით, ხარჯი ორჯერ უნდა შემცირდეს. ამასთან, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 100 გრამი უნდა იყოს.ახალი პროგრამის მთავარ მიზანს, ნავთობის მპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებაა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი სტანდარტის წყალობით, ოთხ წელიწადში ამერიკა მარტო ავტომობილებისთვის, დაახლოებით 12 მილიარდი ბარელით (დაახლოებით 45 მილიარდი ლიტრით) ნაკლებ ნავთობს მოიხმარს.
რა თქმა უნდა, მოგებაში მომხმარებლებიც დარჩებიან. თეთრი სახლის შეკვეთით ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ახალი სტანდარტის წყალობით, ამერიკელები თავიანთი ავტომობილებისთვის (მათი სრული სამუშაო ციკლის განმავლობაში) საწვავზე დაახლოებით 1.7 ტრილიონ დოლარს დაზოგავენ. უფრო კონკრეტულად, 2025 წლისთვის, საშუალო ამერიკული ოჯახი, მათ ხელთ არსებულ ყოველ ავტომობილზე, დაახლოებით 8 200 დოლარს დაზოგავს.
აღსანიშნავია, რომ შტატ კალიფორნიის ინიციატივით, ახალი სტანდარტით, ახალი კორპორატიული ხარჯი 4.0 ლიტრზე ნაკლები უნდა ყოფილიყო, თუმცა კიმპანიების აზრის გათვალისწინებით, ზღვარი 4.3 ლიტრამდე გაიზარდა.
რა თქმა უნდა, ახალი სტანდარტით უკმაყოფილო ავტოკომპანიებიც არიან. მაგალითად, „ფოლკსვაგენი“ და „დაიმლერი“. ვოლფსბურგელები აცხადებენ, რომ ახალი სტანდარტის ამოქმედების გამო, მას თავის 2.0-ლიტრიან დიზელის ძრავზე უარის თქმა მოუწევს, რომელსაც ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილ „პასატზე“ იყენებს. ამ ძრავის ხარჯი 100 კილომეტრზე 5.4 ლიტრია.

No comments:

Post a Comment