Sunday, July 31, 2011

გრძელბაზიანი „პანამერას“ წარმოებას „პორშე“ მერმისს დაიწყებს

Long-Wheelbase Porsche Panamera Reportedly Confirmed for Launch in Early 2012
31 ივლისი

როგორც კი „პორშემ“ სედან „პანამერას“ წარმოება დაიწყო, საავტომობილო მედიაში მაშინვე გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ მალე ცუფენჰაუზენელები ამ ავტომობილის გრძელბაზიან ვერსიასაც გამოუშვებდნენ. ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებდა და ადასტურებს, მაგრამ ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა „ქარ მეგზინმა“ ახლახანს გაავრცელა ცნობა, რომელიც კომპანიის თანამშრომლებისგან მოიპოვა.


ეს ცნობა კი სწორედ იმ ინფორმაციას ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, „პორშე“ გრძელბაზიან „პანამერას“ გამოუშვებს. უფრო მეტიც, „ქარ მეგზინმა“ შეიტყო ისიც, რომ ეს ავტომობილი ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისში გამოვა და მას პირველ რიგში, კომპანიის ჩინელი და ჩრდილოამერიკელი დილერები მიიღებენ.
იმავე წყაროსგან მოპოვებული ინფორმაციით, გრძელბაზიან „პანამერას“ ჩვეულებრივთან შედარებით, 150 მილიმეტრით გრძელი (3 070 მმ) ბაზა ექნება. შედარებისთვის, „პანამერას“ კონკურენტების გრძელბაზიან ვერსიებს უფრო გრძელი ბაზა აქვთ. მაგალითად, „მერსედეს ბენც S-კლასის“ გრძელბაზიანი ვერსიის ბაზის სიგრძე 3 165 მილიმეტრია, „აუდი A8L-ისა“ 3 122 მმ, მე-7 სერიის „ბეემვესი“ კი - 3 210 მმ.
გრძელბაზიანი ვერსია, „პანამერას“ პირველი მოდიფიკაცია გახდება. გარდა ამისა, „პორშე“ ამ ავტომობილის მომცრო ვერსიის გამოშვებასაც აპირებს. ამ ავტომობილის ამჟამინდელი კოდური სახელწოდებაა „პაჟუნი“, ანუ პატარა პანამერა (პანამერა ჟუნიორ). მომავალში ასევე გამოვა „პანამერას“ კუპესძარიანი ვერსია, რომელმაც ერთ დროს პოპულარულ მოდელ 928-ს ტრადიცია უნდა გააგრძელოს. „პანამერას“ კუპე ვერსიის სავარაუდო სახელია 929 და ამ ავტომობილით, „პორშე“ კონკურენციას „ასტონ მარტინის“ DB9-ს, „ბენტლი კონტინენტალს“ და „ფერარი კალიფორნიას“ გაუწევს.

No comments:

Post a Comment