Tuesday, August 2, 2011

„მაზდა CX-5“ - პრემიერა ფრანკფურტში

Mazda CX-5 Revealed Ahead of Frankfurt Debut
2 აგვისტო
„მაზდამ“ რომ შარშან ჟენევაში კონცეპტუალური კომპაქტური ქროსოვერი „მინაგი“ გვიჩვენა, მის სერიულ ვერსიას, სახელად CX-5, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, სექტემბერში წარმოადგენს. ახალი ავტომობილი „მაზდას“ ახალ კორპორატილ სტილში (კოდო, სოულ ოფ მოუშნ - მოძრაობის სული) არის შესრულებული, იმ სტილში, რომლის ერთ-ერთ პიონერადაც სწორედ „მინაგი“ მოგვევლინა.

„მაზდას“ სამოდელო გამაში CX-5 პირველი ავტომობილია, რომელიც ტექნოლოგია „სკაიექტივის“ სრულ კომპლექტს მიიღებს. მასში შედის მოდულური პლატფორმა და აგრეგატები, ასევე მექანიკური და ავტომატური ტრანსმისიები. ამ ტექნოლოგიის მთავარი დანიშნულება, საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირებაა.
ევროპული ბაზრისთვის, ქროსოვერი მხოლოდ ორი - ბენზინის 2.0-ლიტრიანი და დიზელის 2.2-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება. ამ აგრეგატების მახასიათებლებს მწარმოებლები პრემიერისთვის ინახავს. ცნობილია მხოლოდ, რომ ორივე ძრავი ფორსირების ორი ხარისხითაა (სტანდარტული და გაძლიერებული) მომზადებული. ამასთან, იაპონური კომპანია აცხადებს, რომ 2.2-ლიტრიანი დიზელის უფრო ეკონომიური ვერსია, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს 120 გრამზე ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს. რაც შეეხება ტრანსმისიებს, „მაზდა“ მყიდველს როგორც სრულამძრავიან, ასევე წინაამძრავიან ვერსიებს შესთავაზებს.
ახალი ქროსოვერის გაყიდვები პირველ რიგში, ევროპაში დაიწყება. შემდეგ ის ამერიკასა და აზიაშიც გამოჩნდება. მოგვიანებითვე დაზუსტდება მისი ფასიც.

No comments:

Post a Comment