New Hyundai Elantra Sales Soar to 216,331 Units in the U.S. and Canada in 2011
7 დეკემბერი
„ჰიუნდაი“ ჩრდილოამერიკული ბაზრის დაპყრობას აგრძელებს, სადაც მისთვის სარეკორდო, 600–ათასიანი ზღვარი გადალახა. კორეული კომპანიის ამერიკის ბაზარზე მოღვაწეობის 25–წლიანი მოღვაწეობის პერიოდში, ეს გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელია.
ამერიკაშიც და კანადაშიც, „ჰიუნდაის“ მოდელებიდან ყველაზე უკთ ახალი „ელანტრა“ იყიდება, რომლის რეალიზაცია 43 პროცენტით არის გაზრდილი. შარშან თუ 151 735 „ელანტრა“ გაიყიდა, წელს უკვე 216 331 ცალია გაყიდული. და ესეც ამ მოდელის გაყიდვების რეკორდია.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში, „ელანტრა“ აბსოლუტური ფენომენია. ნოემბერში ამ ავტომობილის გაყიდვების ზრდამ 37 პროცენტს მიაღწია. არადა, ამ სეგმენტში მას ისეთი სერიოზული კონკურენტები ჰყავს, როგორებიც „შევი კრუზი“, „ფორდ ფოკუსი“ და „ჰონდა სივიკია“, რომლებიც ასევე ახალი გამოსულია ბაზარზე“, – ამბობს „ჰიუნდაის“ ამერიკული შტოს პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი.
იგივე მდგომარეობაა კანადაშიც. კორეული კომპანიის კანადური შტოს შეფი სტივ კელეჰერი აღნიშნავს , რომ „ელანტრას“ პოპულარობას მისი დახვეწილი გარეგნობა, მღალი დონის უსაფრთხოება, საწვავის ეკონომიურობა განაპირობებს.
„ჰიუნდაი“ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და „ელანტრას“ პროგრამას მალე გააფართოებს. კერძოდ, მის ბაზაზე ორკარიან კუპეს გამოუშვებს, რომლის მსოფლიო პრემიერაც ჩიკაგოს ავტო შოუზე იგეგმება.
No comments:
Post a Comment