Shelby Supercars Tuatara racks up $13M worth of sales at Dubai Motor Show
7 დეკემბერი
კომპანია „შელბი სუპერქარზს“ (SSC) თავის სუპერ ავტომობილ „ტუატარას“ გაყიდვის პრობლემა არ აქვს და ის დუბაის საერთაშორისო მოტორ შოუზე გასაყიდად არ გაუყვანია. თუმცა, არც უამისოდ გამოვიდა – როგორც გამოცემა „გალფ ნიუსი“ იუწყება, დუბაიში ამერიკულ კომპანიას ამ შესანიშნავ ავტომობილზე 10 შეკვეთა მიუღია.
არადა, „ტუატარა“ 1.3 მილიონი დოლარი ღირს და „შელბის“ გამოფენის დროს მისი გაყიდვის იმედი არც ჰქონია. უბრალოდ, მანქანა იქ იმისთვის წაიღო, რომ თავისი ბრენდის ცნობადობა წამოეწია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ჯეროდ შელბი ამბობს, მას მხოლოდ იმის იმედი ჰქონდა, რომ დუბაიში რეგიონულ დისტრიბუტორს მოძებნიდა.
აღსანიშნვია, რომ დუბაის გამოფენაზე, სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა სხვა კომპანიებმაც არაერთი ავტომობილი გაჰყიდეს. მაგალითად, „ლამბორგინი ავენტადორს“ 14 მყიდველი გამოუჩნდა. ყურადღება ასევე კანადურმა სუპერ ავტომობილმა „დე მარკოს GT1–მაც“ მიიქცია.
„ტუატარასადმი“ მდიდარ მყიდველთა ყურადღება გასაგებია – ჯერ ერთი, ამ ავტომობილის გარეგნობა, სახელოვანმა ამერიკელმა დიზაინერმა ჯეისონ კასტრიოტამ შეიმუშავა. მეორეც, ის 6.6–ლიტრიანი V8 აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც „შელბის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 1350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 440 კმ/სთ–ია, ადგილიდან 320 კმ/სთ–ის ასაკრეფად კი მას 16 წამი ჰყოფნის.
No comments:
Post a Comment