Wednesday, December 7, 2011

„დოჯი“ დეტროიტში კომპაქტურ სედან „დარტს“ გვიჩვენებს

New 2013 Dodge Dart Compact Sedan Based on the Alfa Romeo Giulietta
7 დეკემბერი
დეტროიტის ავტო შოუზე, „კრაისლერი“ და მისი შტო „დოჯი“ ახალ კომპაქტური სედანის პრემიერას ჩაატარებენ, ავტომობილისა, რომელიც „ალფა რომეო ჯულიეტას“ ბაზაზეა შექმნილი და რომელსაც სახელად „დარტი“ ერქმევა. ეს სახელი 1960–იან წლებში იყო პოპულარული და ის არაპოპულარულ ჰეჩბეკ „კალიბერს“ ჩაანცვლებს, რომელზეც ამერიკული კომპანია ერთ დროს დიდ იმედებს ამყარებდა და რომლითაც გლობალურ (პირველ რიგში, ევროპულ) ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობდა.

სედანი „დარტი“ ამერიკული კომპანიის პირველი ავტომობილია, რომელიც „ფიატ–ის“ ჯგუფის არქიტექტურაზე შეიქმნა. ახალი პლატფორმა, რომელზეც ის დაეფუძნა, „ალფა ჯულიეტასგან“ აიღეს და მას ამერიკული ბაზრისთვის შესაფერისი მოდერნიზაცია ჩაუტარდა. ახალ პლატფორმას „კომპაქტ იუ ეს უაიდ“ ეწოდა. სახელიდანაც ჩანს, რომ ის დაგრძელებული და გაგანიერებულია, რისი წყალობითაც, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ინტერიერის სივრცე.
ამერიკული კომპანიის განცხადებით, „დარტის“ ძარის 68 პროცენტი ზემტკიცე ფოლადისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, მზიდი სტრუქტურა მსუბუქი, მტკიცე და ხისტი გამოვიდა. ეს კი მის მართვადობაზე დადებითად აისახება.
„დოჯ დარტისთვის“ ბენზინზე მომუშავე სამი ოთხცილინდრიანი ძრავია გამოყოფილი. ესენია სერია „ტაიგერშაფტ–ის“ 2.0 და 2.4–ლიტრიანი (მულტიეარ), ასევე 1.4–ლიტრიანი ტურბო (მულტიეარ). ეს უკანასკნელი „ფიატ აბარტ 500–ზეც“ გვხვდება. ტექნოლოგია „მულტიეარის“ წყალობით, ძრავის მაბრუნი მომენტი დაბალ ბრუნვებზე 15 პროცენტითაა გაზრდილი, რაც ძრავის ხარჯის 7.5 პროცენტით შემცირებას და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის 10 პროცენტით შემცირებას განაპირობებს.
„კრაისლერს“ ჯერ ახალი ავტომობილის მხოლოდ ფოტო ტიზერები აქვს გამოქვეყნებული, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ის „დოჯის“ სტილშია შესრულებული და ზოგი ელემენტი, როგორიცაა წინა ფარები და რადიატორის ბადე, „დოჯ ჩერჯერისას“ მიგავს.
ახალ ავტომობილს „კრაისლერის“ ქალაქ ბელვიდერის (შტატი ილინოისი) ამწყობი ქარხანა მომავალი წლის დასაწყისიდან გამოუშვებს. „დარტს“ კონკურენცია ისეთ პოპულარულ ავტომობილებთან მოუწევს, როგორებიცაა „შევროლე კრუზი“ და „ფორდ ფოკუსი“.

No comments:

Post a Comment