FIA confirms unchanged, 20-race 2012 calendar
7 დეკემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) მომავალი სეზონის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ისევ ოცი ეტაპისგან შედგება და რომელიც, მისი პირვანდელი ვარიანტისგან არ განსხვავდება.
კალენდარში კვლავ შეტანილია ოსტინის (აშშ, შტატი ტექსასი) ეტაპი. არადა, ამ ტრასის მშენებლობა კვლავ გაჩერებულია, რადგან რბოლის ორგანიზატორებსა და მათს პარტნიორებს შორის, ჯერაც უთანხმოებაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ბერნი ეკლსტოუნმა მათ ვადა მისცა, თუმცა ამის მიუხედავად, ოფიციალურ კალენდარში ამერიკული ეტაპი მაინც დარჩა.
მომავალი სეზონის კალენდარში ასევე შეტანილია ბაჰრეინის დიდი პრიზი, რომელიც სახელმწიფოში მიმდინარე არეულობათ გამო, გასულ სეზონში არ ჩატარდა. ქვეყანა ჯერ არ დამშვიდებულა და არაა გამორიცხული, მომავალ სეზონშიც მას ფ1–ის ქარავანმა გვერდი აუქციოს.
ახალი სეზონი ავსტრალიაში, 18 მარტს დაიწყება და ბრაზილიაში, 25 ნოემბერს დასრულდება.
ფ1–ის 2012 წლის კალენდარი
18 მარტი ავსტრალია
25 მარტი მალაიზია
15 აპრილი ჩინეთი
22 აპრილი ბაჰრეინი
13 მაისი ესპანეთი
27 მაისი მონაკო
10 ივნისი კანადა
24 ივნისი ევროპა
8 ივლისი ბრიტანეთი
22 ივლისი გერმანია
29 ივლისი უნგრეთი
2 სექტემბერი ბელგია
9 სექტემბერი იტალია
23 სექტემბერი სინგაპური
7 ოქტომბერი იაპონია
14 ოქტომბერი კორეა
28 ოქტომბერი ინდოეთი
4 ნოემბერი აბუ დაბი
18 ნოემბერი აშშ
25 ნოემბერი ბრაზილია
No comments:
Post a Comment