Thursday, January 26, 2012

„ჰიუნდაის“ ახალი „სანტა ფეს“ მსტოვრული ფოტოები

Has the New Hyundai Santa Fe / ix45 SUV been Caught with its Guard Down?
26 იანვარი
ახალი ავტომობილების გამოშვების პარალელურად, „ჰიუნდაი“ თავისი სამოდელო გამის განახლებასაც არ ივიწყებს. მორიგი ავტომობილი, რომელსაც ახალი თაობა შეცვლის, ქროსოვერი „სანტა ფეა“, რომლის მსოფლიო პრემიერაც კორეელებს ნიუ იორკის მოტორ შოუზე აქვთ დაგეგმილი.

ინტერნეტ გამოცემა „ჰიუნდაი ბლოგმა“ ამ ავტომობილის მსტოვრული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც პირველ რიგში, ყურადღებას ავტომობილის რადიატორი იქცევს, რომელიც კომპანიის კორპორატიული სტილისგან განსხვავებულადაა გაფორმებული. მისი ახალი ელემენტი გახდა განივი „ნეკნები“, რომლებიც მოქრომილია. სხვა მხრივ, რადიატორი ისევ ექვსკუთხა ფორმას ინარჩუნებს. შეცვლილია ბამპერის მოყვანილობაც, მასში კი შუქდიოდური ნისლსაწინააღმდეგო ფარები მოთავსდა. შეიცვლება ინტერიერის გაფორმება, თუმცა „ჰიუნდაი ბლოგს“ შესაბამისი ინფორმაცია არ მოეპოვება.
სამაგიეროდ ცნობილია, რომ ახალი „სანტა ფე“, რომელიც ევროპასა და ზოგიერთ ქვეყანაში iX45–ის სახელით გაიყიდება, ძრავების ფართო გამას მიიღებს. ამ გამაში, V6 აგრეგატებთან ერთად, ბენზინის ოთხცილინდრიანი 2.0–ლიტრიანი ტურბოძრავიც შევა, რომელიც ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ევროპისთვის კი, როგორც ყოველთვის, უპირატესობა დიზელის აგრეგატებს მიენიჭება, რომლებიც ჯერარშემოღებული ევრო6 სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

No comments:

Post a Comment