2013 BMW X6 Facelift: Can You Spot the Differences?
30 იანვარი
„ბეემვემ“ თავისი პოპულარული სპორტული ქროსოვერი X6 განაახლა და მის გაყიდვებს ნგაზაფხულზე დაიწყებს. მთავარი სიახლე, რითაც ეს ავტომობილი გამოირჩება, სპორტულ დივიზიონ M–ის მიერ მომზადებული დიზელისძრავიანი ვერსიაა. თუმცა რადგან მას ფეისლიფტინგი ჩაუტარდა, გაცნობის დაწყება სწორედ გარეგნობით სჯობს.
სტილში ცვლილება საკმაოდ ცოტაა, თუმცა მთლიანობაში, ავტომობილი საკმაოდ შეცვლილია და უფრო დახვეწილადაც გამოირჩევა. ეს კი ახალი ფარების, დაბერილი კაპოტის და მისი დაბოლოების – ბავარიული კომპანიის მთავარი განმასხვავებელი ნიშნის, რადიატორის შეცვლილი ფორმის დამსახურებაა. რადიატორის ბადე უფრო დამსხვილდა, მისი კუთხეები კი „დარბილებულია“. ბადის ვერტიკალური „ნეკნები“ კი ქვედა მხარეში ოდნავ გადაღუნულია. უკანა გაბარიტული ფარები შუქდიოდურია. გარდა ამისა, შეკვეთით შესაძლებელი იქნება წინა შუქდიოდური ფარების დაყენებაც.
ახალ X6–ს ფერების ახალი გამაც დაემატა, რომელთა შორისაცაა მაროკოური ყავისფერი მეტალიკი. სალონი სპილოსძვლისფერი ტყავითაა გაწყობილი, ალუმინის ბორბლებს კი ახალი დიზაინი აქვს. ავტომობილი ოთხადგილიანია, თუმცა ასევე სამადგილიანი უკანა სავარტძლის შეკვეთაც შესაძლებელი იქნება.
რაც შეეხება ძრავებს, საბაზო გამა უცვლელი დარჩა. მათ შორისაა 4.4–ლიტრიანი ტურბო V8, რომელიც 400 ცხენის ძალას იძლევა (xდრაივ50i) და 3.0–ლიტრიანი 6–ცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ტურბოძრავი (xდრაივ35i). ორივე ძრავთან 8–საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიაა დაკავშირებული. გარდა ამისა, M–ვერსია აღჭურვილია 4.4–ლიტრიანი წყვილტურბოიანი V8 ძრავით (M50d), რომელიც 555 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს (1500–5650 ბრ/წთ დიაპაზონში).
„ბეემვე“ განახლებული X6–ის მსოფლიო პრემიერას ჟენევის მოტორ შოუზე გეგმავს.
No comments:
Post a Comment