Robby Gordon's Dakar hopes virtually over as Stephane Peterhansel increases lead
12 იანვარი
პეტერანსელი ასპარეზობისას |
წლევანდელი დაკარის მოგების შანსი, „ჰამერით“ მოასპარზე კიდევ ერთმა მრბოლმა – ამერიკელმა რობი გორდონმაც დაკარგა. სამაგიეროდ, სტეფან პეტერანსელმა ლიდერობა განიმტკიცა და ძალიან უნდა დასცინოს ბედმა, რომ დაკარი მეათედაც ვერ მოიგოს.
არადა, მე–11 ეტაპი, რომელმაც რალი–მარათონის ქარავანი ჩილედან პერუში გადაიყვანა, ამერიკელმა შესანიშნავად დაიწყო. რვიდან სამი სპეცმონაკვეთის შემდეგ, ის პეტერანსელს თითქმის სამ წუთს უგებდა. მაგრამ შემდგომ 100–კილომეტრიან მონაკვეთზე მისი სიჩქარე ძლიერ დაეცა, რითაც ფრანგმა ისარგებლა და 6 წუთით დაწინაურდა.
რბოლის მეორე ნახევარში კი გორდონი ერთი საათით გაჩერდა. მისმა მანქანამ მექანიკური დაზიანება სპეცმონაკვეთზე კი არა, შუალედურ გზაზე მიიღო, სადაც ჩვეულებრივი რიტმით გადაადგილდებოდა. საბოლოოდ კი, საერთო ჩათვლაში, მე–4 ადგილამდე ჩამოქვეითდა.
აღსანიშნავია, რომ სტიუარდებმა ამერიკელის „ჰამერზე“ საბურავების ავტომატურად დასაბერი სისტემა აღმოაჩინეს, რაც დაკარის რეგლამენტით აკრძალულია. ამის გამო, მას დისკვალიფიკაცია ელის, თუმცა რბოლის ორგანიზატორებთან აპელაცია შეიტანა, რითაც რბოლის გაგრძელების უფლება მიიღო.
ეტაპი პეტერანსელმა მოიგო, რომელმაც თიქმის 4 წუთით აჯობა თავის თანაგუნდელ ნანი რომას, რომელმაც საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი განიმტკიცა. მესამე ადგილზე კი დაკარის კიდევ ერთმა ყოფილმა ჩემპიონმა, სამხრეთ აფრიკელმა გინიელ დე ვილიერსმა გადაინაცვლა. და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფინიშამდე ტოპ სამეული არც შეიცვლება.კლასიფიკაცია 11 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი) 32:38:05
2. ნანი რომა (ესპანეთი, მინი) + 22:49
3. გინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 1:11:01
4. რობი გორდონი (აშშ, ჰამერი) + 2:10:31
5. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, მინი) + 2:11:10
6. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ტოიოტა) + 3:53:51
7. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი) + 4:04:43
8. ბერნარდ ტენ ბრინკი (ჰოლანდია, მიცუბიში) + 4:17:36
9. რიკარდო ლეალ დუშ სანტუში (პორტუგალია, მინი) + 4:38:11
10. დანკან ფოსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 4:50:21
No comments:
Post a Comment