Thursday, January 12, 2012

ალონსო კუბიცას აქებს

Fernando Alonso says Robert Kubica is the best Formula 1 driver
12 იანვარი
ფერნანდო ალონსო რობერტ კუბიცას ყველაზე საშიშ მეტოქედ მიიჩნევს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს მიაჩნია, რომ პოლონელი მრბოლი, რომელიც ერთი წლის წინ, რალის რბოლისას მიღებულ ტრავმებს ჯერაც იშუშებს, თანამედროვე ფორმულა ერთში ყველაზე ნიჭიერი მრბოლია.

ესპანელი პილოტი ამჟამად იტალიის სამთო კურორტ მადონა დი კამპილიოში იმყოფება, სადაც „ფერარის“ გუნდი ზამთრის არდადეგებს ატარებს. იქ გამართულ პრესკონფერენციაზე, კითხვაზე, თუ რომელი მრბოლის შიში აქვს ყველაზე მეტად, ალონსომ უპასუხა:
„ჩემთვის საუკეთესო მრბოლი რობერტ კუბიცაა. მინდა, მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. მას გუშინ ველაპარაკე. დარწმუნებული ვარ, როცა დაბრუნდება, კვლავ საუკეთესო იქნება“.
როგორც ცნობილია, კუბიცას „ფერარის“ ძველი ბოლიდით ტესტები აქვს დაგეგმილი. კულუარებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზეც, რომ პოლონელი პილოტი მომავალი სეზონის შემდეგ, იტალიურ გუნდში ბრაზილიელ ფელიპე მასას შეცვლის. მაგრამ მარანელოელთა შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ კუბიცასთვის მანქანის სატესტოდ მიცემა ჯერ არ იგეგმება. თუმცა, ვინ იცის, შესაძლოა ის ახალ მანქანას გულისხმობდა და არა ძველს...
ამასთან კითხვაზე, აპირებს თუ არა მასას ადგილზე კუბიცას მიწვევას, ალონსომ მოკლედ უპასუხა: „მასასთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ“...

No comments:

Post a Comment