Official: BMW Confirms Production of New X4 Crossover at Spartanburg
12 იანვარი
„ბეემვემ“ ოფიციალურად დაადასტურა ადრე გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ სპორტულ კუპე X6–ის მომცრო ვერსიის წარმოება აქვს გადაწყვეტილი. ამ ავტომობილს ბავარიელები სპარტანბურგში (სამხრეთ კაროლინა), იმავე ქარხანაში გამოუშვებენ, რომელიც X3–ს, X5–ს და X6–ს აწარმოებს. ამ მიზნით, გერმანული კომპანია აღნიშნული ქარხანის მოდერნიზებისთვის 900 მილიონ დოლარს დახარჯავს და მის შტატს 300–ით გაზრდის.
„მსოფლიოში ჩვენს უგზოობის ავტომობილებზე მოთხოვნა განუხრელად იზრდება და ბაზრის შესწავლამ გვიჩვენა, რომ გამაში ახალი ავტომობილის დამატება მომგებიანი იქნება. ასეთი ავტომობილი კი მალე X4 გახდება“, – ამბობს ბავარიული კომპანიის მმართველი საბჭოს წევრი ფრანკ–პეტერ არნდტი.
აღსანიშნავია, რომ სპარტანბურგის ქარხანა 1994 წლიდან მუშაობს და ახლახანს იქ წარმოებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია. არნდტის თქმით, მოდერნიზაციის შემდეგ, სპარტანბურგის ქარხნის საწარმოო სიმძლავრე წლიურად 350 000–მდე გაიზრდება.
ბავარიულ კომპანიას ჯერჯერობით X4–ის შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. თუმცა, კომპანიის მთავარ აღმასრულებელ ნორბერტ რაიტჰოფერს ნათქვამი აქვს, რომ ამ ავტომობილის სიგრძე 4.65 მეტრი იქნება (ზუსტად ეს სიგრძე აქვს X3–საც) და ის იმავე ძრავებით აღიჭურვება, რომლებსაც X3–ზე იყენებენ.
„ბეემვეს“ გამაში ახალი ავტომობილი X3–სა და X5–ს შორის დაიკავებს ადგილს. ოღონდ, მათზე გაცილებით აგრესიული, სპორტული გარეგნობა ექნობა. სავარაუდოდ, მისი მეტოქეები „პორშე კაიუნი“ და „აუდი Q4“ იქნება, რომლებსაც ეს ორი კომპანია ახლო მომავალში გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment