Lexus LF-LC Sports Coupe Concept Bows at the Detroit Auto Show
12 იანვარი
ამ ავტომობილს ავტოსამყარო მოუთმენლად ელოდა, მართალია, „ლექსუსმა“ დეტროიტის მოტორ შოუს გახსნამდე დაიწყო მისი ტიზერების გამოქვეყნება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო ამ მარკის ფანებისთვისაც და საავტომობილო მიმომხილველებისთვისაც. და აი, დეტროიტში ის საზოგადოების წინაშე წარსდგა.
„ტოიოტას“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ „ლექსუს LF-LC–ს“ მთავარი დანიშნულება, ამ ბრენდის მომავალი სტილის მიმართულების ჩვენებაა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ეს მომავალი სერიული კუპეს კონცეპტუალური ვერსიაც იყოს.
„ტოიოტას“ ამ ავტომობილის გარეგნობის აღსაწერად სიტყვები და ეპითეტები არ დაუშურებია. სამაგიეროდ, მის ტექნიკურ აღწერილობაში მოკლედ წერია, რომ ამ ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც წინ განლაგდა და მას უკანა ბორბლები მოჰყავს მოძრაობაში. სულ ეს არის – მთავარი ხომ სტილია...
„ამ კონცეპტუალური ავტომობილით, „ლექსუსი“ თავისი დიზაინის რევოლუციას აგრძელებს, პროცესს, რომელიც CT და GS მოდელებით დაბიწყეთ. ამ ავტომობილის ადგილების ფორმულა 2+2–ია. ეს არის სპორტული ავტომობილი, რომელშიც დახვეწილი სტილი და ტექნოლოგიური აღჭურვილობა, დინამიურობასთანაა შერწყმული“, – ავტომობილის წარდგენისას განაცხადა „ლექსუსის“ ჯგუფის ვიცე პრტეზიდენტმა მარკ ტემპლინმა.
LF-LC „ლექსუსის“ კალტის (ნიუპორტ ბიჩი, კალიფორნია) დიზაინ სტუდიის პეციალისტებმა შეიმუშავეს. მათ „ლექსუსის“ სხვა ავტომობილების სხვადასხვა დეტალი გამოიყენეს. მაგალიტად, ახალი GS–ის რადიატორის ბადე, რომელიც თავისი ზორბა გაბარიტებით, კუპეს ყველაზე თვალშისაცემი ნაწილია. ასევე საინტერესოდაა წინა ფარების და ციმციმა ფარების რთული, თუმცა მოხერხებულად შეხამება. საერთო ჯამში, გარეგნულად ავტომობილი ისე გამოიყურება, რომ ის ახლოს უნდა იყოს სერიულ ვერსიასთან.
სამაგიეროდ, იგივეს ვერ ვიტყვით მის ინტერიერზე, სადაც უფრო მომავლის სტილი დომინირებს და ამით გვახსენებს, რომ ეს (ჯერ) მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილია. სალონში ელექტრონიკის სიჭარბეს, მის ყველა ნაწილში იგრძნობთ. და თუ მათი უმეტესობა ჯერ სერიულ ავტომობილებზე არ გვხვდება, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილისთვის გამოიყენეს და მომავალშიც ასე, ფუტურიზმის გამოვლინებად დარჩება...
No comments:
Post a Comment