Kia Teases New "K9" Rear-Wheel Drive Flagship Sedan with Official Renderings
13 თებერვალი
დიდი ხანია, საავტომობილო პრესაში მიწერება ვარაუდი, რომ „კია“ თავისი სამოდელო გამის გაფართოებას ფლაგმანი სედანის წარმოების დაწყებით აპირებს, რომელიც აქამდე K9-ს სახელით იყო ცნობილი. კორეულ კომპანიას არ გამოუქვეყნებია ამ ავტომობილის ოფიციალური სახელი, თუმცა ახლახანს, ინტერნეტით მისი პირველი ესკიზები და მწირი ინფორმაცია გაავრცელა.
„კიას“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალი ავტომობილის კოდური სახელწოდებაა KH. ეს გახდება ამ კომპანიის ისტორიაში პირველი ავტომობილი, რომელსაც წამყვანი უკანა ბორბლები ექნება. ის წარმოებისთვის უკვე მზადაა და პირველად მას კორეელი დილერები ივნისამდ მიიღებენ. სხვა ბაზრებზე მისი პრემიერის ვადები კი მოგვიანებით გამოცხადდება.
დღეს მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმაზე, რომ KH-ს პლატფორმას ნათესავი „ჰიუნდაის“ პრემიუმ სედანი „ჯენეზისი“ გაუზიარებს. ასევე დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმაც, რომ ავტომობილი „ჯენეზისისვე“ ძრავებს მიიღებს. ესაა 3.8-ლიტრიანი V6, 4.6-ლიტრიანი V8 და 5.0-ლიტრიანი V8. გარდა ამისა, ძრავების გამას ალბათ დზელის 3.0-ლიტრიანი ტურბოძრავიც შეავსებს.
კორეული კომპანია გვამცნობს, რომ KH-ის დიზაინი არის „გამორჩეული, თანამედროვე და კლასიკური“. გამოქვეყნებული ესკიზები ამ განმარტებას ადასტურებს. ამავე ესკიზებზე ჩანს, რომ მთავარი ფარებით, რადიატორის მოყვანილობით და უკანა ნაწილით, ის „ბეემვეს“ ბოლო ქმნილებებს მოგვაგონებს. გვერდითა სილუეტითაც, ბავარიულ სედანებთან მსგავსება თვალსაჩინოა.
გარდა ამისა, „კია“ ამაყად აცხადებს, რომ ფლაგმანი სედანი უახლესი ელექტრონიკით და ტექნოლოგიური ქმნილებებით აღიჭურვება. ამასთან, ავტომობილი დინამიური და ეკონმიური იქნება. რაც მთავარია, შესრულების მაღალი დონის გარდა, თავისი კლასისთვის შედარებით დაბალი ფასითაც მიიზიდავს.
„კიას“ გლობალური მარკეტინგის დირექტორ სონ-ნამ ლის თქმით, ავტომობილი მთელი მსოფლიოს ბაზრებზე გაიყიდება, თუმცა პირველ რიგში, ის პრიორიტეტულ ბაზრებზე - კორეასა და ამერიკაში გამოჩნდება.
No comments:
Post a Comment