Mazda Takeri Concept to Make European Debut in Geneva
13 თებერვალი
„მაზდამ“ თავისი კონცეპტუალური საშუალო ზომის სედანი „ტაკერი“ პირველად ტოკიოს შარშანდლ ავტო სალონზე წარადგინა, ევროპელებს კი პირველად მას ჟენევურ გამოფენაზე უჩვენებს. იაპონური კომპანიის წინა კონცეპციებისგან განსხვავებით, ეს ავტომობილი კონცეპტუალური სახით არ დარჩება და მალე ის ბაზარზეც გამოჩნდება და მალე ის ახლანდელ „მაზდა6-ს“ შეცვლის.
„ტაკერი“ იაპონური კომპანიის დიზაინის კონცეპცია „KODO - სოულ ოფ მოუშნ-ის“ (მოძრაობის სულისკვეთება) მიხედვითაა შემუშავებული. სლოგანში „კოდო“ მყისიერ სიმძლავრეს, სისწრაფეს და ძალიან მომხიბვლელს აერთიანებს. მართლაც, დიზაინის ახალი ენა „მაზდას“ ახალ ავტომობილებს, როგორებიცაა ქროსოვერი CX-5 და სპორტული სედანი „შინარი“, განსაკუთრებულ ხიბლს და ინდივიდუალობას სძენს.
„მაზდა ტაკერის“ სიგრძე 4850 მილიმეტრია. ის აღჭურვილია სისტემა „სკაიექტივით“, რომელიც საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირების სშუალებას იძლევა. ეკონომიურობის გარდა, ეს ავტომობილი კარგი მართვადობითა და დინამიურობითაც გამოირჩევა. ჟენევისთვის მომზადებული საჩვენებელი ავტომობილი, 2.2-ლიტრიანი ტურბო დიზელითაა აღჭურვილი, რომელსაც სისტემა „სკაიექტივი“ ემსახურება. მასთან ასევე უნიფიცირებულია სისტემა „i-სტოპი“ და 6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია.
გარდა ამისა, „ტაკერი“ იაპონური კომპანიის პირველი ავტომობილია, რომელიც სისტემა „i-ლუპით“ (ენერგიის საზრიანი მარყუჟი) არის აღჭურვილი. ეს სისტემა მუხრუჭებთანაა დაკავშირებული და ავტომობილის შენელებისას, კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის, რომელსაც ორფენიან ელექტრულ კონდენსატორში ინახავს. შენახულ ენერგიას სისტემა ელექტრულ კომპონენტებს აწვდის, რითაც ძრავზე დატვირთვას ამცირებს. საერთო ჯამში, „i-ლუპი“ ავტომობილის ეკონომიურობას 10 პროცენტით აუმჯობესებს.
No comments:
Post a Comment