CEO Krafcik says to expect more family vehicles from Hyundai, not trucks
14 თებერვალი
ახლახანს „ჰიუნდაიმ“ რამდენიმე ახალი ავტომობილი - „ელანტრა“ კუპე და ჰეჩბეკი, ასევე „ველოსტერ ტურბო“ და ახალი „აზერა“ წარმოდგინა. და თითქოს, ამდენი სიახლე ერთი წლისთვის სრულიად საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ კორეული კომპანია აცხადებს, რომ ეს ჯერ მხოლოდ მოთელვა იყო და მალე უფრო მეტ სიახლესაც შემოგვთავაზებს.
„ჰიუნდაი ამერიკას“ მთავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მალე მისი კომპანია ექვს და შვიდადგილიანი ქროსოვერების სეგმენტში ახალ ავტომობილს გამოუშვებს. მისი თქმით, კორეული კომპანია ცდილობს, რომ საოჯახო ავტომობილების სეგმენტში უფრო მყარად მოიკიდოს ფეხი, სადაც ჯერ მხოლოდ „ვერაკრუზითაა“ წარმოდგენილი.
მალე, კერძოდ კი ნიუ იორკის ავტო შოუზე, კორეული კომპანია ახალ „სანტა ფე-ს“ წარადგენს. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, „ჰიუნდაი“ შეგვპირდა, რომ მალე მყიდველს გრძელბაზიანსა და სამრიგიან (სავარძლების) „სანტა ფეს“ შესთავაზებდა, რომლითაც ცუდად გაყიდვად „ვერაკრუზს“ ჩაანაცვლებდა. თუმცა, ჯერ არ დასტურდება, რომ ასეთი ავტომობილის შემუშავება დაწყებულია.
იმავდროულად, კრაფჩიკმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი კომპანია ჯერჯერობით არ გეგმავს პიკაპების წარმოებას. მისი თქმით, „ჰიუნდაის“ ასეთი ავტომობილების წარმოება შეუძია, თუმცა ჯერჯერობით, ყურადღება მხოლოდ იმ ავტომობილებზეა გადატანილი, რომლებსაც დიდი მოგება მოაქვს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამერიკაში, სადაც კრაფჩიკი „ჰიუნდაის“ პირველი კაცია, ყველაზე მეტი პოპულარობით სწორედ პიკაპების კლასი სარგებლობს...
No comments:
Post a Comment