Sunday, February 26, 2012

„ლენდ როვერი“ ჟენევაში ღია „რეინჯ როვერ ევოკს“ წარადგენს

Range Rover Evoque Convertible Breaks Cover Prior to its Geneva Salon Debut
26 თებერვალი
ინგლისური კომპანიისგან ამ ავტომობილს დიდი ხანია, ელიან. მოლოდინი თითქმის მაშინვე დაიწყო, რაც ბაზარზე ქროსოვერ „რეინჯ როვერ ევოკი“ გამოჩნდა. და აი, ჟენევაში ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას ვნახავთ. მოტორ შოუს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მის შესახებ მწირი ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა.

სანამ ღია „ევოკის“ წარმოებას გადაწყვეტს, „ლენდ როვერს“ მასზე გამოხმაურებების გაანალიზებას აპირებს. ამისათვის, ჟენევის გარდა, მას ნიუ იორკის ავტო შოუზეც წარადგენს. და თუ პროექტს მწვანე შუქს აუნთებენ, ინგლისური კომპანია სერიულ ავტომობილს მერმისს გვიჩვენებს.
„კონცეპტუალური კაბრიოლეტი „ევოკი“ ამ ქროსოვერის ისტორიაში ახალი ფურცელი შეიძლება გახდეს და ის იმისთვისაა შექმნილი, რომ ამ ავტომობილის გამრავალფეროვნებას შეუწყოს ხელი. ეს კი მყიდველს მეტი არჩევანის საშუალებას მისცემს და ამასთან, ჩვენ უფრო მეტი მყიდველის მოზიდვასაც შევძლებთ“, - ამბობს „ლენდ როვერის“ გლობალური ბრენდ დირექტორი ჯონ ედვარდსი და დასძენს, რომ კომპანის ამ კონცეპტუალუ ავტომობილზე, მის პრემიერამდეც დადებით გამოხმაურებებს ღებულობს.
კონცეპტუალური ავტომობილი, სამკარიანი „ევოკის“ ბაზაზეა შემუშავებული. მათ შორის განსხვავება მხოლოდ სახურავშია - კაბრიოლეტს ის რბილი ტენტისგან აქვს დამზადებული. სახურავშივეა ინტეგრირებული უკანა შუშა. სახურავი ავტომატურად, უკანა სავარძლების უკან იკეცება და პლასტიკისგან დამზადებული ხუფით იხურება.
თუ ღია „ევოკის“ წარმოება გადაწყდა, ის იმავე ოთხცილინდრიანი ბენზინის და დიზელის ძრავებით აღიჭურვება, რომლებიც სტანდარტულ ქროსოვერზე გვხვდება. რაც შეეხება ტრანსმისიას, მყიდველს საშუალება ექნება, არჩევანი ორ და ოთხივე წამყვანბორბლიან ვერსიებს შორის გააკეთოს.

No comments:

Post a Comment