Sunday, February 26, 2012

ჟენევა 82-ე მოტორ შოუსთვის ემზადება

82ND GENEVA MOTOR SHOW: A HIGHLY PROMISING EVENT IS BEING PREPARED!
26 თებერვალი
მალე ჟენევის საგამოფენო კომპლექს „პალექსპოში“, ჟენევის 82-ე მოტორ შოუ გაიხსნება. 6 მარტიდან გამოფენა ჟურნალისტებს დაეთმობა, რომლებიც ინფორმაციას 70 პრესკონფერენციაზე მიიღებენ. 6 მარტიდან კი საგამოფენო ოავილიონებში დამთვალიერებლებსაც შეუშვებენ, რომლებსაც ავტოინდუსტრიის სიახლეების ხილვის საშუალება ათი დღის განმავლობაში ექნებათ.
გამოფენაში მონაწილეობას 260-ზე მეტი კომპანია მიიღებს, რომელთა შორისაც, ყველა დიდი ავტომწარმოებელი იქნება. მათ გარდა, ექსპონატებს წარადგენენ სადიზაინერო ატელიეები და მაკომპლექტებლებისა და აქსესუარების მწარმოებლები.
გამოფენას „პალექსპოს“ შვიდივე დარბაზი დაეთმობა, რომელთა საერთო ფართი 110 000 კვადრატული მეტრია. ექსპოზიციების მოწყობაზე 3 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. „ჩვენ არაერთი მშვენიერი პროექტი, მათი დაგეგმარების პროცესშივე ვიხილეთ და მოუთმენლად ველით, როდის ვიხილავთ მათ განხორციელებულს“, - ამბობს გამოფენის მმართველი დირექტორი ანდრე ჰეფტი.
„ავტო პანორამამ“ უკვე დაიწყო ჟენევის შოუს ექსპონატების წინასწარი გაცნობა. უფრო დაწვრილებით კი მათს შესახებ გამოფენის დღეებში მოგაწვდით.


გაეცანით ჟენევის მოტორ შოუს სიახლეებს ყველაზე ოპერატიულად ჟურნალ "ავტო მოტორთან" ერთად

No comments:

Post a Comment