Sunday, February 26, 2012

„მინი“ საქართველოში

24 თებერვალი
კუპე
2012 წლის 23 თებერვლიდან, ინგლისური კომპანია „მინი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. „ბეემვეს“ ჯგუფმა, ამ მარკით წარმოებული ავტომობილების დისტრიბუციის უფლება „ომეგა მოტორსს“ მიანიჭა, რომელიც საქართველოში ბავარიული კომპანიის გენერალური იმპორტიორია. „მინის“ პრეზენტაციას, „ბეემვეს“ ჯგუფის რეგიონული მენეჯერის მოადგილე, ვიქტორ აიზენბრაუნი დაესწრო. რაც მთავარია, პრეზენტაციის დამსწრეთ, „მინის“ მოდელები - „მინი ვან“ (ჰეჩბეკი), უნივერსალი „კლუბმენი“, ქროსოვერი „ქანთრიმენი“ და რა შეუდარებელი „კუპე“ (ფოტოზე), აკრობატების აკომპანიმენტით წარუდგინეს.


„მინი“ ბრიტანული ავტოინდუსტრიის სიამაყეა. დროის მოთხოვნამ ის „ბეემვეს“ ჯგუფში გააწევრიანა, რის შემდეგაც, „მინის“ ისტორიაში ახალი, ძალიან წარმატებული ცხოვრება დაიწყო. ლეგენდარული ალექს ისიგონისის ლეგენდარული ქმნილება ახლაც იმ პირველ ავტომობილს მოგაგონებთ, რომელმაც სამჯერ მოიგო (!) მონტე კარლოს რალი. ამ მიღწევის ერთგვარ გაგრძელებად იქცა რალი-მარათონ დაკარზე წელს მოპოვებული გამარჯვება (ფრანგი სტეფან პეტერანსელი, ქანთრიმენით). გარდა ამისა, გასული სეზონიდან, „მინიმ“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე საქარხნო გუნდით გამოსვლა დაიწყო და დებიუტისთვის საკმაოდ წარმატებული შედეგებით გამოიჩინა თავი - ესპანელმა დანი სორდომ გერმანიაში მესამე, საფრანგეთში კი მეორე ადგილი დაიკავა.
პირველ „მინისთან“ მსგავსების შენარჩუნების პარალელურად, ახალი „მინი“ და მისი ოჯახის ყველა ავტომობილი, გაბარიტებში გაიზარდა და ასე, მასში მსხდომთ უკეთეს გარემოს სთავაზობს. გარდა ამისა, ავტომობილები თანამედროვედაა აღჭურვილი. მარტო ის რად ღირს, რომ მათ მამოძრავებელ ძალას „ბეემვესთან“ ერთად სექმნილი ძრავები ანიჭებს.
ჰეჩბეკი
სამოდელო გამის მრავალფეროვნების გარდა (მასში შედს ჰეჩბეკი მინი, უნივერსალი ქლაბმენი, ღია კაბრიო, ქროსოვერი ქანთრიმენი, სპორტული კუპე და მისი ღია მოდიფიკაცია როდსტერი), „მინი“ მყიდველს თითოეული მოდელის რამდენიმე მოდიფიკაციასაც (ვან, კუპერ, კუპერ S, კუპერ D და ჯონ კუპერ უორკს) სთავაზობს. ცნობისათვის, სახელი „ჯონ კუპერ უორკს“ ლეგენდარული ბრიტანელი კონსტრუქტორის, ჯონ კუპერის საპატივცემულოდ, „მინის“ ყველაზე ტემპერამენტიან ავტომობილებს ეწოდებათ. ჯონ კუპერი იმითაა ცნობილი, რომ 1950-იან წლებში, სარბოლ ავტომობილებზე პირველად გამოიყენა შუაძრავიანი შეთანწყობა, რაც რევოლუციური გადაწყვეტა იყო. მალე ასეთმა კონსტრუქციამ ფორმულა ერთში და შემდგომ სხვა სერიებში, მთლიანად გამოდევნა წინაძრავიანი შეთანწყობა.
ქანთრიმენი
ქართული საავტომობილო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, „მინის“ ავტომობილებიდან, ჩვენში ყველაზე პოპულარული ალბათ „ქანთრიმენი“ გახდება. ეს ავტომობილი ჰეჩბეკზე გაცილებით ზორბაცაა და გაზრდილი კლირენსითაც გამოირჩევა, რასაც ქართველი მყიდველი ყველაზე მეტად აფასებს. ამ ავტომობილის საბაზო მოდიფიკაცია „ვან“ ბენზინის 1.6-ლიტრიანი 99-ცხენიძალიანი ძრავითაა აღჭურვილი და მისი ფასი 19 000 ევროს შეადგენს.
ქლაბმენი

No comments:

Post a Comment