New Photos of 2013 Volvo V40 Hit the Web, Including First Shots of the Interior
26 თებერვალი
„ვოლვო“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, ჰეჩბეკ V40-ის პრემიერისთვის ემზადება. ამ ავტომობილის მსტოვრული ფოტოები, რომლებიც მისი ტესტირების დროსაა გადაღებული, არაერთხელ გამოჩნდა ინტერნეტში, მაგრამ მაშინ მას V30-ად მოიხსენიებოდა. თუმცა, ახლახანს შვედური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა სტეფან ჯეკობიმ განაცხადა, რომ V40 ერთდროულად ორ მოდელს - S40-ს და V50-ს ჩაანაცვლებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა C30-ს, რადგან ჯეკობის ნათქვამი აქვს, რომ მას ახალი მოდელი შეცვლის, რომელსაც აუცილებლად სამ კარზე მეტი ექნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ V40-ს ხუთი კარი აქვს და გაბარიტებით C30-ის ზომისაა, არაა გამორიცხული, რომ ამ უკანასკნელმა ისიც შეცვალოს.
ფოტოებიდან ჩანს, რომ V40 თავისი გარეგნობით ძალიან ახლოსაა V60-თან. ისიც უკვე ცნობილია, რომ ბაზარზე მისი გამოტანის შემდეგ, შვედური კომპანია მის ბაზაზე ქროსოვერ XC40-საც გამოუშვებს. ასევე სავარაუდოა, რომ ჩინური ბაზრისთვის, სედანისძარიანი S40-იც დამზადდება.
ინტერნეტში ასევე გაჟონა ინფორმაციამ, რომელიც გვამცნობს, რომ V40-ის სიგრძე 4500 მილიმეტრი იქნება. ეს კი მხოლოდ 20 მილიმეტრით ნაკლებია უნივერსალ V50-ის სიგრძეზე. შედარებისთვის, V40-ის მთავარი კონკურენტის, „ბეემვეს“ 1-ლი სერიის მოდელის სიგრძე 4324 მილიმეტრია.
„ვოლვო“ თავის ახალ ავტომობილს მყიდველს ბენზინის და დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავებით შესთავაზებს, რომელტა მახასიათებლებიც ჟენევის მოტორ შოუზე პრემიერისას გამოცხადდება.
No comments:
Post a Comment