Pastor Maldonado quickest for Williams on day three of Barcelona F1 testing
23 თებერვალი
არაფერი! უბრალოდ, ეს წინასასეზონო ტესტების შედეგებია, რომლებსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ეს დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ვენესუელელი ურიგო პილოტი არაა, მაგრამ დღევანდელი „უილიამსი“ ნამდვილად არ არის ის გუნდი, რომელიც მას თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს (რა დრო დადგა...). მოკლედ, მალდონადომ ბარსელონას ტესტებზე საუკეთესო დრო აჩვენა და თანაც, წინა ორი დღის ყველანაირი შედეგი გააუმჯობესა.
ისევე როგორც წინა დღეს, ამჯერადაც ტრასაზე მყოფთა მთავარი მიზანი, სარბოლი სიმულაციების შესრულება იყო. ერთმანეთის მიყოლებით ყველაზე მეტი, 59 წრე მიხაელ შუმახერმა გაიარა. ორი სესიის ჯამშიც, ყველაზე მეტი წრე (127) მანვე განვლო.მალდონადომ კი თავისი საუკეთესო შედეგი, დილის სესიის მიწურულს, სუპერ რბილი რეზინით დააფიქსირა. მან თითქმის წამით აჯობა შუმახერს, რომელმაც თავისი საუკეთესო დრო რბილი საბურავით დააფიქსირა. გერმანელს მცირედით ჩამორჩა კამუი კობაიაში. ჯენსონ ბატონი სულ მეოთხე პილოტია, ვინცე მონტმელოს წრე წუთსა და 24 წამზე ნაკლებში გაიარა. ბრიტანელმა პილოტმაც რუტინა შეასრულა და თავისი დროებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. იგივე ითქმის მარკ უებერზეც, რომელმაც სატესტო დღე მე-6 ადგილზე დაასრულა.
ბარსელონა. მე-3 დღე
1. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:22.391 (106 წრე)
2. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:23.384 (+0.993, 127 წრე)
3. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:23.582 (+1.191, 99 წრე)
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.918 (+1.527, 114 წრე)
5. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:24.433 (+2.042, 78 წრე)
6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:24.771 (+2.380, 97 წრე)
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:24.771 (+2.380, 84 წრე)
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:25.646 (+3.255, 83 წრე)
9. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:26.173 (+3.782, 108 წრე)
10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:26.448 (+4.057, 70 წრე)
No comments:
Post a Comment