New Bentley Mulsanne Mulliner Driving Specification Promises Sportier Look and Feel
23 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუსთვის, რომელიც ორ კვირაში დაიწყება, „ბენტლიმ“ განსაკუთრებული სიახლე მოამზადა, რომელსაც საკმაოდ გრძელი სახელი აქვს - „ბენტლი მულსან მულინერ დრაივინგ სპეციფიკეიშნ“. ამგვარად, ინგლისურმა ბრენდმა, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის წევრია, ცნოვილი სახელწოდება „მულინერი“ გააცოცხლა და როგორც ამ სახელს შეეფერება, ის მდიდრულსა და იმავდროულად, გასპორტულებულ ავტომობილს უწოდა.
სტანდარტულ „მულსანთან“ შედარებით, მოდიფიკაცია „მულინერ დრაივინგ სპეციფიკეიშნ“ ბევრი არაფრით განსხვავდება. წარწერა წინა კარის წინ და შეცვლილი, 21-დუიმიანი ბორბლები, რომლებსაც ტიტანის სამაგრები აქვს. ამ ბორბლებზე 265/40 ZR21 საბურავებია ჩაცმული.
სალონი მართლაც მეფურადაა გაწყობილი. იქ განსაკუთრებულ ტყავში შეფუთული დეტალების სიმრავლეს აღმოაჩენთ, უკანა სავარძლებს შორის კი პატარა ფოსოა, სადაც შამპანურის ჩასაციებელი მაცივარი ჩაუმონტაჟებიათ. მაცივარი რომ იხსნება, მისი კარი პატარა მაგიდის როლსაც ასრულებს. ამასთან, გასაშლელი, რამდენიმესაფეხურიანი მაგიდა მის ქვემოთაც მოუთავსებიათ.
სახელში „დრაივინგ სპეციფიკეიშნ“ ტყუილად არ გამოუყენებიათ - ავტომობილი მართვის დინამიკური კონტროლის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც საკიდარსა და საჭირს მექანიზმს, ავტომატურად არეგულირებს მძღოლის სტილის შესაფერისად. ამ სისტემას ასევე დაემატა ფუნქცია „სპორტ“, რომელიც „ბენტლის“ განცხადებით, „ავტომობილის გზასთან ჩაჭიდებას აუმჯობესებს, მართვას უფრო ხვეწს და მანქანის უკეთ კონტროლის საშუალებას იძლევა. ამასთან ყველაფერი ეს აბსოლუტურად არ აუარესებს კომფორტს“.
არ შეუცვლიათ ძრავი. ესაა 6.75-ლიტრიანი V8, რომელიც 505 ცხენის ძალას ავიტარებს. მასთან შეწყვილებულია 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.1 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 296 კმ/სთ-ს აღწევს.
„მოდელი „მულსანი“, მასში შეხამებული მდიდრულობითა და ტემპერამენტით, ბრიტანული ავტოინდუსტრიის მწვერვალია. ამიერიდან კი სპორტულად აქცენტირებული „მულინერ დრაივინგ სპეციფიკეიშნ“ მართვისას კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ და თანაც ისე, რომ ამით, „მულსანის“ ლეგენდარული კომფორტი არ დაზარალდება“, - ამბობს „ბენტლის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, ელესდერ სტიუარტი, რომელიც გაყიდვებსა და მარკეტინგს კურირებს.
No comments:
Post a Comment